top of page

დიდი ბრიტანეთის სახაზინო კომიტეტი რიპლს ზედმიწევნით აკვირდება


1 მაისს გამართულ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მოსმენაზე, სადაც კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი განიხილებოდა, რიპლის მიმართ ნეგატიური კომენტარები გაისმა.


რიპლი ყურადღების ცენტრში


ნეგატიური კომენტარები გაისმა არა პარლამენტის წევრებისგან, არამედ მარტინ უოლქერისგან და FT Alphaville-ს ედითორისგან, იზაბელა კამინსკასგან. ზემოაღნიშნულმა ორმა პიროვნებამ ასევე წარადგინა წერილობითი მტკიცებულება, სადაც ეწერა, რომ რიპლი და მონერო უფრო მეტი ყურადღებას საჭიროებს.


მეტი ყურადღება და დაკვირვება კი ძირითადად შემდეგი მიზეზების გამოა საჭირო:


1) ინვესტიციების კლასი, სადაც ძალიან ცოტა ან საერთოდ არ არის მოგების ნახვის პერსპექტივა. მოგებას მხოლოდ ის ინვესტორები ნახულობენ, რომლებიც ხეირობენ ახალი ინვესტორებისა და ფონდების შემოსვლით ბაზარზე.

2) კომპლექსურობის ფენები, რათა რათა დაიფაროს რეალური ბუნება, სახე და ის ხეირი, რასაც ინვესტიციის მფლობელები ნახულობენ.

3) სტრუქტურა, რომელიც გათვლილია არსებული რეგულაციებისა და კანონების გვერდის ავლაზე და

4) ინვესტორებსა და ორგანიზაციებს/ბენეფიციარებს შორის არსებული დიდი ინფორმაციული ვაკუუმი.

განცხადების მიხედვით, რიპლი ოთხივე ამ პუნქტშია საყურადღებო, მონერო კი მხოლოდ ერთში.

უოლკერის თქმით:

“ რიპლი გვთავაზობს ცოტას ან საერთოდ არაფერს. იმისათვის, რომ იდეა იქცეს ადამიანების მოტყუების საშუალებად, საჭიროა, ადამიანებმა გათიშონ ტვინი და აღარ იფიქრონ. ჩემი 20 წლიანი კარიერის მანძილზე საბანკო ინდუსტრიაში მინახავს ბევრი რამ, რამაც ხალხი ბლოკჩეინივით აღაფრთოვანა და რაც არ ყოფილა ის, რაც ბევრს ეგონა.“


უოლკერის განცხადებით, როცა საქმე რიპლის, როგორც გადახდის საშუალების გამოყენებას ეხება, ის საქმეს უფრო მარტივს სულაც არ ხდის, არამედ უმატებს კიდევ ერთ ნაბიჯს, რომელიც უნდა გაიაროთ საბოლოო მიზნამდე.


რიპლის მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის დირექტორი, რაიან ზეგონი, აცხადებს, რომ XRP არის საჯარო და ის არ შექმნილა თავიანთი კომპანიის მიერ.


„ჩვენ შევქმენით კომპანია, რომელიც დაინტერესებული იყო გადახდის სისტემის გათანამედროვებაში და ჩვენ ამისთვის საჯარო ტექნოლოგიას ვიყენებთ.“


რაც შეეხება რიპლის ფასს, მისი შეძენა ამ დროისთვის $0,88-ზე შეგიძლიათ. მისმა ფასმა ბოლო 1 თვეში 78%-ით მოიმატა.


წყარო: btcmanager.com

bottom of page