top of page

ვერჯი ინდოეთის ბაზარზეც გავრცელდა


ინდოეთის კრიპტოვალუტების ბირჟამ, Bitbns-მა, ვერჯის (XVG) დეპოზიტები დაამატა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ კრიპტოვალუტას ინდოეთმა მხარდაჭერა გამოუცხადა.


კომპანიამ ორი კონკურსიც წარადგინა: „დღის მოვაჭრე“ და „დღის დეპოზიტორი.“. დღის მოვაჭრის გამარჯვებული იქნება ის, ვინც ერთი დღის განმავლობაში ყველაზე მტს ივაჭრებს, პრიზი კი 5,000 INR-ს ღირებულების ვერჯი იქნება, რაც დაახლოებით 970 XVG-ს უდრის. იგივე პრინციპითა და პრიზით აარჩევენ დღის დეპოზიტორსაც. ამ უკანასკნელმა მინიმუმ 100,000 INR-ის დეპოზიტი უნდა განახორციელოს, რაც დაახლოებით 19,400 ვერჯია და მისი 40% გაყიდოს პირველივე დღის განმავლობაში.


Bitbns 2017 წლის დეკემბერში დაარსდა. მას ისეთი ფუნქციებიც აქვს, როგორიცაა ავტომატური ყიდვა და გაყიდვა, მარგინალური ვაჭრობა, stop-limit შეკვეთები (როდესაც აწესებ ფასს და როდესაც ვალუტა ამ ღირებულებას მიაღწევს, მას ავტომატურად ყიდულობ ან ყიდი). ბირჟაზე 30-ზე მეტი კრიპტოვალუტაა ხელმისაწვდომი, რომელთა შორისაც ისეთი იშვიათი ვალუტებიცაა, როგორიცაა Nucleus Vision, Dogecoin, Ontology და Red Pulse.


წყარო: ambcrypto.com

bottom of page