top of page

რას უნდა ველოდოთ, როცა ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს?


შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტატიაში მოყვანილი პროგნოზები არის მხოლოდ ვარაუდი და ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს მიერ შეძენილ კრიპტოვალუტებზე.


ბიტკოინის ფასი გუშინ $9,900-მდე ავიდა და სულ რაღაც $100 აკლია $10,000-იან ნიშნულამდე. ჰონგ-კონგისა და სამხრეთ კორეის ბირჟებზე ბიტკოინის ფასმა უკვე მიაღწია $10,000-ს.



რას უნდა ველოდოთ $10,000-ის შემდეგ?


2017 წლის ნოემბრამდე თვეებით ადრე $10,000-იანი ნიშნული დიდ ფსიქოლოგიურ ბარიერად და მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნეოდა. მას შემდეგ, რაც ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს, ინვესტორები 2 საშუალო მხარდაჭერის ნიშნულს $12,000 და $14,000-ზე მოუცდიან. ამ ტალღის საბოლოო მიზანი კი, $10,000-დან ყველა დროის რეკორდულ $20,000-მდე გზა იქნება.


3 კვირაზე ნაკლებ პერიოდში ბიტკოინის ფასი $6,500-დან $9,900-მდე გაიზარდა. საკვანძო მომენტი 3 კვირის წინ იყო, როცა 30 წუთში ბიტკოინის ფასი დაახლოეებით $1,500-ით გაიზარდა. ბიტკოინის დღიური ვაჭრობის მოცულობა $8 მილიარდზე ავიდა, თუმცა მთლიანი კრიპტობაზრის $6 მილიარდით შემცირდა ბოლო 2 კვირის განმავლობასი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კრიპტოვინვესტორების დიდი ყურადღება გადართულია ბიტკოინსა და ეთერიუმზე - ორ წამყვან კრიპტოვალუტაზე.


დიდი რყევების პერიოდში წამყვანი კრიპტოვალუტები გაცილებით უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე პატარა მონეტების უმეტესობა. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ინვესტორები ცდილობენ, მინიმუმამდე დაიყვანონ რისკი. თუ ბიტკოინი და ეთერიუმი მსგავსი ტემპებით და სტაბილურად გააგრძელებს ზრდას, უფრო მეტი ინვესტორი გარისკავს და ჩადებს ფულს მონეტების შეკვეთებზე.


ბოლო 24 საათის მანძილზე ისეთი ვალუტების ფასი, როგორიცაა WanCoin, ICON, Decentraland, Ontology, 3-10%-მდე შემცირდა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბოლო კვირების მანძილზე საგრძნობლად იზრდებოდნენ, როგორც ბიტკოინთან ასევე ამერიკულ დოლართან მიმართებით.


მნიშვნელოვანია, რომ ბიტკოინის ფასმა $10,000-ის შემდეგაც განაგრძოს მშვიდი სვლა, რაც ფასის $12,000-მდე ასვლის წინაპირობა იქნება.


მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასი მოკლე ვადაში გაიზრდება, რადგან დიდი ბანკები, როგორიცაა Goldman Sachs აპირებენ, მომხმარებლებს ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობა შესთავაზონ.


წყარო: ccn.com

bottom of page