top of page

სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტებით ვაჭრობის გამარტივებას გეგმავს


ბოლო 6 თვის მანძილზე სამხრეთ კორეელი მთავრობის წევრებისგან განსხვავებული მესიჯები მოდიოდა კრიპტოვალუტების რეგულაციებთან დაკავშირებით. სამხრეთ კორეა მნიშვნელოვანი წერტილია კრიპტოსამყაროსთვის, რადგან იქ მომხდარი ცვლილებები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ბაზარზე. ამის მიზეზი კი ისაა, რომ კრიპტოვალუტების ვაჭრობის დიდი მოცულობა სწორედ სამხრეთ კორეაზე მოდის.


მიმდინარე ბაზრის კორექციის მიუხედავად, ამ კვირაში სამხრეთ კორეიდან პოზიტიური სიახლეები მოდის. როგორც ქვეყნის ფინანსური ზედამხედველობის სერვისის ხელმძღვანელი, იონ სუკ-ჰოინი, აცხადებს, ქვეყნის ფინანსური მარეგულირებლები გეგმავენ, რომ კრიპტოვალუტებზე წნეხი შეამსუბუქონ. „კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, არის რამდენიმე პოზიტიური ასპექტი“ -ვკითხულობთ მის განცხადებაში.


სავარაუდოა, რომ მთავრობა აქცენტს პრაქტიკულ რეგულაციებზე გააკეთებს, რომლებიც სტაბილურ გარემოს შექმიან კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის, რაც დადებითად უნდა აისახოს ქვეყნის ეკონომიკაზე და ბაზრის სიჯანსაღეზე. იონი ცნობილია, როგორც რეფორმისტი და სავარაუდოა, რომ მისი ინიციატივით განხორციელებული ცვლილებები პოზიტიური უნდა იყოს.


განცხადება გააკეთა Bithumb-მა, რომელიც სამხრეთ კორეის მეორე ყველაზე პოპულარული კრიპტობირჟაა:


„მოსალოდნელი იყო რეალური სახელებით რეგისტრაციის დამატება სისტემაში, რაც უფრო გამჭვირვალეს და უსაფრთხოს გახდიდა ვაჭრობას, თუმცა ვერ მოხერხდა ამის განხორციელება, რადგან ადგილობრივი ბანკები თავს იკავებდნენ კრიპტოვალუტით მოვაჭრეებთან საქმის დაჭერისგან. კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დღიური მოცულობა 4 ტრილიონი ვონიდან 400 მილიარდამდე დაეცა.“


აქვე გთავაზობთ სამხრეთ კორეის #1 კრიპტობირჟის Upbit-ის განცხადებას:


„ჩვენ არ ვართ რეგულაციების წინააღდეგი. თუმცა, არ შეიძლება ბაზრის მთლიანად მოკვლა მხოლოდ რეგულაციების დაწესებით. ვთვლით, რომ მარეგულირებლები უნდა კონცენტრირდნენ იმაზე, რომ მათმა რეგულაციებმა ხელი შეუწყონ კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩინ ტექნოლოგიის განვითარებას“.


წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page