top of page

კარდანო (ADA) უმიზნებს მეექვსე ადგილის დაბრუნებას


კარდანო განაგრძობს ვარდნას დიდი ზრდის შემდეგ. ფასი ვარდება 3 მაისის $0.38-იანი ნიშნულიდან, რითიც ის თებერვლის ნიშნულს - $0.46-ს უახლოვდება. კარდანო 142%-ით გაიზარდა წინა თვეში, 3 აპრილის $0.14-იანი ნიშნულიდან  $0,35-მდე.


ADA ამ თვეში მერყევი იყო და მისი ღირებულება $0,32-მდე დაეცა 1 მაისისთვის. მონეტამ 6,35% დაიკლო წინა კვირაში, 29 აპრილის $0,38-დან ამჟამინდელ ფასამდე და მთელი 5.3%-ით ბოლო 24 საათში.


კარდანო ცნობილია თავისი მახასიათებლებით, მაგალითად, მსოფლიოში პირველი  უსაფრთხო წილის მტკიცებულების (proof of stake) ვერიფიკაციის ალგორითმით, ორაბორათი. ასევე, ის ცნობილია თავისი საფულით, სახელად დედალოსი, რომელიც არის უსაფრთხო, მრავალ პლატფორმიანი, იერარქიულად დეტერმინისტული საფულე ADA ვალუტისთვის.


საფულეს ასევე აქვს ეთერიუმ კლასიკისა და ბიტკოინის მხარდაჭერა, მობილური საფულის სერვისი ანდროიდისთვის და iOS-ისთვის და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApps) მხარდაჭერაც კი.


კარდანო მაინც ცდილობს, შეუტიოს ლაითკოინს 6-ე ადგილისთვის საერთო ბაზრის კაპიტალიზაციაში მიუხედავად იმისა, რომ მისი ფასი ეცემა. კარდანოს ბაზრის კაპიტალიზაცია $9 მილიარდია, ლაითკოინის კი - $9.6 მილიარდი. მათ შორის განსხვავება მხოლოდ $600 მილიონია და კარდანომ შეიძლება მოახერხოს სხვაობის შემცირება, თუ ფასი მაღალი ბრუნვის ხარჯზე აიწევს.


ამ ეტაპისთვის, კარდანოს ფასის 2%-იანი ზრდაც კი შესაძლოა გახდეს მისი #6 პოზიციაზე გადასვლის მიზეზი.


Twittersphere-ი დაკავებულია კარდანოს ნიუსით, კარდანო ხელს აწერს ურთიერთგაგების მემორანდუმს ეთიოპიასთან. აი რას ამბობს ერთ-ერთი მომხმარებელი MetaHash ამ ყველაფერზე:


“დამაიმედებლად ჟღერს, მაგრამ რთული სათქმელია, როდის აჩვენებს კარდანო ნამდვილ ზრდას… უფრო სავარაუდოა, მონეტამ გრძელ ვადაში ვარდნა გააგრძელოს.”


წყარო: https://ambcrypto.com

bottom of page