top of page

სამი მიზეზი იმისა, თუ რატომ გააგრძელებს ბიტკოინის ფასი სწრაფად ზრდას მოკლე პერიოდში


ბრაიან კელი, CNBC-ის Fast Money-ის დიდი ხნის მომხმარებლი და BKMC-ის დამფუძნებელი, ამბობს სამ მნიშვნელოვან მიზეზს, რომლებმაც შესაძლოა ბიტკოინის ღირებულების ზრდა გამოიწვიოს 10,000 $-ის შემდეგაც.


სამი მიზეზი


კელის ნათქვამის მიხედვით, სამი მთავარი ფაქტორი, რომელიც ბიტკოინის ფასს ეჭვგარეშე გაზრდის 12,000 – 14,000 $-ის ფარგლებამდე, ბანკების თანამშრობლობაა კრიპტოვალუტის ბაზართან, როგორიცაა Goldman Sachs ბანკი, თანხმობა ბაზრის რეგულატორებისგან ბიტკოინის ლეგალურობაზე და Blockchain-ის კვირეულის გამართვა ნიუ-იორკში 14 მაისს.


უკანასკნელი ცნობებით, როგორც CCN-მა გადმოგვცა, Goldman Sachs-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ დაიწყო კრიპტოვალუტის სავაჭრო მაგიდის განვითარება, რომელიც საშუალებას მისცემს ამ ბანკის მომხარებლებს, ჩადონ ინვესტიცია ბიტკოინსა და ასევე სხვა კრიპტოვალუტაში. Goldman Sachs-ის აღმასრულებლებმა აღნიშნეს, თუ როგორ იზრდება მოთხოვნა ბიტკოინზე, როგორც ღირებულებების შენახვის ალტერნატიულ საშუალებაზე, რამაც აიძულა ბანკს, მხარი დაეჭირა ბიტკოინისთვის.


რანა იარდი, Goldman Sachs-ის აღმასრულებელი, ამბობს, რომ მიუხედავად ბანკების სხვა თანამშრომლების სკეპტიკური დამოკიდებულებისა ბიტკოინისადმი, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეღიარებინა ეს ვალუტა კლიენტების გადამეტებული მოთხოვნის რაოდენობის გამო.


„მე ნადვილად ვერ დავახასიათებ ჩემს თავს, როგორც ნამდვილ მომხრეს იმისა, ვინც იღვიძებს იმაზე ფიქრით, რომ ბიტკოინი დაიპყრობს სამყაროს. ეს წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს პრინციპებთან, როდესაც კლიენტი მოგვმართავს თხოვნით: ‘მინდა დავაბანდო ბიტკოინში, რადგან მგონია, რომ ეს არის ღირებულებების შენახვის ალტერნატიული საშუალება“ - ამბობს იარდი.


ამავე აზრს იზიარებს VISA-ს აღმასრუნებელი და Bitcoin Foundation-ის დამფუძნებელი ჯონ მატონი, კელი ამბობს, რომ ისეთ მსხვილ ბანკებს, როგორიცაა Goldman Sachs, შეუძლია მნიშვნელოვანი ლიკვიდურობა მიანიჭოს ბაზარს და ინვესტორებს წარუდგინოს კრიპტოვალუტა, როგორც აქტივების ახალი კლასი.


„მე ვთვლი, ეს სასაცილოა, რომ ისინი ერთვებიან ამაში, რადგან მას თან მოაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა. ისინი აპირებენ ახალ-ახალი მარკეტების განვითარებას - ვფიქრობ, მალე შეხვდებით ბიტკოინის საპროცენტო განაკვეთის მარკეტებს. გაგვიგია Libor-ის შესახებ, ბიტკოინის საპროცენტო განაკვეთი კი არის Bibor“ - ამბობს მატონი, ხაზს უსვამს, რომ ბიტკოინის სავაჭრო რაოდენობის ამდენად გაზრდა ხელს უწყობს კრიპტოვალუტის ბაზარს ჩამოყალიბებაში.



ბიტკოინი - ეს არ არის ფასიანი


ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ, Coin Center-მა, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების უსაფრთოებისა და გადაცვლის კომისიამ (SEC) აღიარა ბიტკოინის ლეგალურობა და გამოაქვეყნა, რომ ბიტკოინი არ შეიძლება იყოს მიჩნეული ფასიან ქაღალდად.


SEC-ის თავმჯდომარემ, ჯეი კლეიტონმა, განმარტა, რომ ბიტკოინი არის შუამავალი გაცვლებსა და კრიპტო აქციებს შორის. ხალხის უმვრავლესობამ იგი აღიარა როგორც ვალუტა და არა ფასიანი ქაღალდი, რადგან მისგან მოგებას პოულობს არა ერთი ორგანიზაცია, დაწესებულება თუ კომპანია.


„ეს არის, ცოტა არ იყოს, რთული სფერო. როგორც ახსენეთ, ის არის დაყოფილი სხვადასხვა კრიპტო აქციებად. ნება მიბოძეთ, ვცადო და დავყო ეს ორ ნაწილად. გაცვლებისა წმინდა სახის შუამავალი ბიტკოინია.“ - განაცხადა კლეიტონმა.


CNBC-ის Fast Trader-ზე კელიმ აღნიშნა, რომ ეს სამი ფაქტორი მისცემს ბიტკოინის ფასს საშუალებას, გაიზარდოს და გასცდეს 10,000$-ს. ასევე მას აქვს პოტენციალი მოიპოვოს მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა მცირე დროში.


წყარო: ccn.com

bottom of page