არის შანსი, რომ ბიტკოინის ფასი ისევე დაეცემა, როგორც გაიზარდა?
მიუხედავად იმისა, რომ ფასი კვლავ იზრდება, ცუდი სიახლეებიც არ აყოვნებს. ერთ-ერთმა მილიარდელმა განაცხადა, რომ ყველა კრიპტოვალუტას ექნება ცუდი დასასრული და, ამასთანავე, ბიტკოინი ვირთხის საწამლავსაც კი შეადარა.
ამ მოსაზრების ავტორია “Berkshire Hathaway “-ის თავმჯდომარე უორენ ბაფეტი. მან განაცხადა:
„კრიპტოვალუტებს ცუდი დასასრული ექნება. ის არაფერს მოიტანს, გარდა თავისი სასრული მარაგისა“
ეს განცხადება ზუსტად იმ დროს გაკეთდა, როცა ბიტკოინის ფასი საკმაოდ ჩქარა იზრდებოდა; სწორედ ამიტომ არის რთული იმის გაგება, თუ რატომ იფიქრა მან მსგავსი რამ კრიპტოვალუტებზე. მხოლოდ გასულ თვეში, ბიტკოინის ღირებულებას $2,563.48 დაემატა, რამაც მისი ფასი დაახლოებით 40%-ით გაზარდა!
თუმცა, ეს რიცხვები გასული წლის ბოლოს დასახელებულს ვერც შეედრება, სადაც ვალუტის ღირებულება $20,000-ს უტოლდებოდა. ამისდა მიუხედავად, ეს მაინც მნიშვნელოვანი ზრდაა. მაგრამ შეუძლია კი ბაფეტის კომენტარს მოულოდნელი ცვლილების გამოწვევა?!
ეჭვგარეშეა, რომ იგი ყოველთვის მოურიდებლად გამოხატავდა საკუთარ სკეპტიკურ დამოკიდებულებას კრიპტოვალუტების მიმართ. მან ასევე ღიად განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებს არ ფლობს და მრავალჯერ აღნიშნა, რომ ბიტკოინს ცუდი დასასრული ექნება, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა როდის მოხდებოდა ეს;
„კრიპტოვალუტებთან მიმართებით, თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მათ ცუდი დასასრული ექნება... როდის მოხდება ეს, როგორ, ან სხვა დეტალები არ ვიცი.“
როცა ის ბაზარზე თავისი ინვესტიციის სიმცირეს შეეხო, აღნიშნა:
„საკმაოდ ბევრ პრობლემას ვაწყდები იმ თემებთან მიმართებით, რომლებიც ვიცი. რატომ უნდა დავიკავო გრძელ-თუ მოკლევადიანი პოზიცია იმაში, რის შესახებაც არაფერი ვიცი?“
ზოგადად, ფასის მოულოდნელი ცვლილება ბიტკოინისთვის და კრიპტოვალუტებისთვის არ არის უჩვეულო. მაგრამ ახლანდელი უეცარი ზრდა შესაძლოა სწრაფი ფასის დაცემითაც შეიცვალოს.
წყარო: https://cryptodaily.co.uk