top of page

ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა “გლობალური კრიპტოვალუტა” იწინასწარმეტყველა


გარი კონმა, გოლდმან საქსის ყოფილმა აღმასრულებელმა, რომელიც გასულ თვემდე უძღვებოდა დონალდ ტრამპის ნაციონალური ეკონომიკის საბჭოს, გასულ სამშაბათს ბიტკოინისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შესაძლებლობები განიხილა.


“მე არ ვარ ბიტკოინის დიდი მორწმუნე,” უთხრა კონმა CNBC-ს ჟურნალისტ ბობ პისანს ინტერვიუში. “მე მჯერა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების.”


შემდეგ, მან თამამი პროგნოზი გააკეთა ტექნოლოგიის მომავალთან დაკავშირებით:


“მე მართლა მჯერა, რომ ერთხელაც ჩვენ გვექნება გლობალური კრიპტოვალუტა”


კონმა განმარტა, რომ ეს კრიპტოვალუტა არ იქნება  “დაფუძნებული მაინინგზე, ელექტროენერგიის ფასზე ან რამე ამის მსგავსზე,” ეს არის მინიშნება იმ მოწყობილობებზე, რომელსაც ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები იყენებენ.


მან აღნიშნა: “ეს იქნება უფრო მარტივად გასაგები კრიპტოვალუტა, რომელიც სავარაუდოდ რაღაც სახით ბლოკჩეინ ტექნოლოგიასაც გამოიყენებს, მაგრამ უფრო მარტივად გასაგები იქნება, როგორ მუშაობს, როგორ მოძრაობს ის და როგორ შეუძლიათ ადამიანებს მისი გამოყენება.”


კონს ჰკითხეს გოლდმან საქსის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც წინა კვირას გახდა ცნობილი: ისინი აპირებენ ბიტკოინის ფიუჩერსების ხელშეკრულებების გამოშვებას.


კონმა უპასუხა: “მათ შეუძლიათ გააკეთონ, რაც უნდათ. ისინი გააკეთებენ რაც მათი აქციონერების ინტერესებშია.”


კონი გოლდმან საქსის პრეზიდენტი და თავმჯდომარე 2006 წელს გახდა. ის პოსტზე ფინანსური კრიზისის შემდეგაც დარჩა. ეს კრიზისი მისმა ფირმამ რთულად გადაიტანა, რადგანაც ისინი იპოთეკაში უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებში აბანდებდნენ.


როდესაც ტრამპი პრეზიდენტი 2017 გახდა წლის იანვარში, კონიმ დატოვა გოლდმან საქსი, რათა ნაციონალური ეკონომიკის საბჭოს დირექტორი გამხდარიყო. 2018 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის გადადგება. ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ უკავშირდება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ტარიფებს, რომელსაც კონი არ ეთანხმებოდა და ის 2 აპრილს გადადგა.


წყარო: https://www.coindesk.com

bottom of page