top of page

შეძლებს რიპლის სასამართლო პროცესი მისი ფასის $2,5-მდე აწევას?


შენიშვნა: ეს არ არის საინვესტიციო რჩევა. მოცემული სტატია მომზადებულია ვებ-გვერდ www.cryptodaily.co.uk-ის მიხედვით და წარმოადგენს მათ პროგნოზს. ამიტომ გთხოვთ, საინვესტიციო გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარ თავზე და მოძიებულ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოთ.

როგორც ცნობილია, რიპლის წინააღდეგ ტარდება სასამართლო პროცესები, რადგან ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ინვესტორმა XRP ფასიან ქაღალდად გამოაცხადა. ბუნებრივია, სასამართლო პროცესებს ექნებათ ზეგავლენა რიპლის ფასზეც. სტატიის წერის მომენტში, ის $0,80-ღირს, რაც ბოლო 24 საათში 3.14%-იანი ზრდაა.


რას წარმოადგენს ფასიანი ქაღალდი?


ფასიანი ქაღალდი ისეთი ტიპის საინვესტიციო პროდუქტია, რომელიც შეიძლება გაიცვალოს რაიმე ღირებულების მქონეზე და რომელიც შეიცავს გარკვეულ რისკებს. იმისთვის, რომ ინვესტიცია იყოს ფასიან ქაღალდზე დაფუძნებული, შესაძლებელი უნდა იყოს ორ მხარეს შორის მისი მარტივდ გაცვლა, მისი მფლობელი კი უნდა კარგავდეს ინვესტიციის ნაწილს ან მთლიანად. თუ მისი გაცვლა არ არის შესაძლებელი მხარეებს შორის, ან არ შეიცავს რისკებს, ის არ არის ფასიანი ქაღალდი.


მსგავსი ტიპის ინვესტიციებზე მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.


ბევრს არ ჯერა, რომ XRP ასეთი ტიპის ინვესტიციას წარმოადგენს.


მოვლენების განვითარების ორი სცენარი არსებობს: სასამართლომ აღიაროს რიპლი ფასიან ქაღალდად, ან არა.


თუ სასამართლო აღიარებს რიპლს ფასიან ქაღალდად, მაშინ SEC-იც უკან დაიხევს. ეს კი საშუალებას მისცემს ისეთ კრიპტობირჟებს, როგორიც Coinbase-ია, მიიღოს საჭრო ინფორმაცია XRP-ს სტატუსის შესახებ.


ამან კი, სავსებით რეალურია, რომ რიპლის ფასის სწრაფი მატება გამოიწვიოს. Coinbase-ის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ჯაჭვურ რეაქციას იქონიებს სხვა კრიპტობირჟებზეც. გაზრდილი მოცულობა რიპლის ფასს ჯერ $1 -მდე აიყვანს, შემდეგ კი არც $2,5-ია გამორიცხული.


თუ სხვანაირი სცენარი განვითარდა, ზიანი, რომელსაც რიპლი მიიღებს საკმაოდ დიდი იქნება. ცხადია, რიპლს ექნება გამოჯანმრთელების საშუალება, თუმცა ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.


წყარო: https://cryptodaily.co.uk




bottom of page