ელექტრუმის ყალბი კრიპტო საფულე გასაღებებს იპარავს
მკვლევრებმა აღმოაჩინეს ცნობილი საფულის, ელექტრუმის, ვირუსული ასლი, რომელიც შექმნილია გასაღებების მოსაპარად. საეჭვო ორეული, სახელად „Electrum Pro” მარტში გამოჩნდა და მას შემდეგ დარეპორტებული იყო.
ყალბი ბიტკოინის საფულე გასაღებებს იპარავს
ნამდვილი საფულის შემქმნელებმა გითჰაბზე პოსტი დადეს, სადაც ხსნიდნენ, როგორ უნდა მოერიდნონ მომხმარებლები მსგავს შემთხვევებს. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ელექტრუმ პრო უკანონო იყო, რადგან ის კომპანიის ბრენდინგს ნებართვის გარეშე იყენებდა. კრიმინალებმა გააგრძელეს მომხმარებლების მოტყუება და დაარეგისტრირეს საიტი electrum.com, რომელიც ძალიან გავს რეალურ საიტს - electrum.org.
დეველოპერებმა ყალბი საფულის სკრიპტში აღმოაჩინეს კოდი, რომელიც მომხმარებლების გასაღებებს ტვირთავს უკანონო დომეინზე. ეს გასაღებები კრიპტოგრაფიული გასაღებებია, რომელსაც მომხმარებლები სხვადასხვა საფულეზე აპლიკაციის დახმარებით წვდომისთვის იყენებენ. მას შემდეგ, რაც ჰაკერები მოიპოვებენ წვდომას საფულეზე, ისინი იპარავენ მომხმარებლის ფულს.
ელექტრუმის დეველოპერები ეცადნენ, გაეფრთხილებინათ მომხმარებლები ბოროტი კლონის შშესახებ:
“ჩვენ ადრე გაგაფრთხილეთ ‘ელექტრუმ პროს’ შესახებ, მაგრამ ამ ეტაპზე არ გვაქვს ოფიციალური მტკიცებულება.”
კრიპტო ვირუსების მთა
ამ თვეში გამოაშკარავდა ქრომის დამატებითი აპლიკაცია, რომელიც ფეისბუქის დახმარებით ვრცელდებოდა და მომხმარებლების კომპიუტერს კრიპტო ვალუტების მოსაპოვებლად იყენებდა. FacexWorm-ი იყენებდა მომხმარებლების პროცესორს კრიპტო ვალუტების მოპოვებისთვის.
სხვა ცნობებით, 400-მდე აშშ-ს მთავრობის და ბიზნეს ვებსაიტი, რომელიც დრუპალზე იყო გაშვებული, ჰაკერებმა გატეხეს და ვირუსული კრიპტო მოპოვების პროგრამა გაუშვეს. ეს საიტები იყენებდნენ პლატფორმის მოძველებულ ვერსიას. მათ რიცხვშია აშშ-ს ნაციონალური შრომითი ურთიერთობების კომიტეტი (NLRB), ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტი ლენოვო, ტაივანის ქსელური მოწყობილობების მწარმოებელი D-Link და კალიფორნიის უნივერსიტეტი (UCLA).
მექსიკის, თურქეთის, პერუს, სამხრეთ აფრიკის და იტალიის სახელმწიფო ვებსაიტების ცნობით, ისინიც დაზარალდნენ მსგავსი თავდასხმით. ამგვარ შეტევებში, როგორც წესი, Coinhive-ს იყენებენ. რაც უფრო მეტად შემოდის კრიპტოვალუტები ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო ხშირდება სხვადასხვა ხერხით მათი მოპარვის შემთხვევები.
წყარო: https://www.newsbtc.com