top of page

ჩინეთმა ბლოკჩეინისთვის სტანდარტების შექმნა დაიწყო


2019 წლის ბოლოსთვის, ჩინეთს ბლოკჩეინისთვის მყარი-და-სწრაფი სტანდარტების გამოშვება სურს. ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენელმა 10 მაისს განუცხადა ადგილობრივ მედიას.


კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება


Sina.com-თან საუბრისას, მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს ელექტრონული მრეწველობის სტანდარტების კვლევის ინსტიტუტის ბლოკჩეინის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლი მიგმა, განაცხადა, რომ მთავრობამ უკვე თქვა თავისი გეგმების შესახებ. ეს მიიღებს "საბაზისო, ბიზნესისა და აპლიკაციის სტანდარტების" ფორმას, რომელიც "უსაფრთხოებასა და თავსებადობას"  გულისხმობს. ბლოკჩეინისა და გაფანტული ლეჯერის ტექნოლოგიების სტანდარტიზაციის კომიტეტის საქმისადმი თავდადებული ჯგუფი ჩაიბარებს პროექტის განვითარებას.


საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, იუ კეკუნმა Sina-ს განუცხადა, რომ საერთაშორისო ცვლილებებისთვის ფეხს აწყობის სურვილმა გამოიწვია ეს სვლა. მან აღნიშნა:


„ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარება შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს ჩინეთისთვის გლობალური ტექნოლოგიური კონკურენციის გააზრების მხრივ.“


არაერთი ღამის რევოლუცია


ჩინეთი უკვე ეძებდა გზებს კერძო ბლოკჩეინზე სხვადასხვა ფორმით ექსპერიმენტების ჩასატარებლად მაშინ, როცა აცხადებდნენ, რომ ტექნოლოგია ეკონომიკისთვის დაპირებას იძლევა, ხოლო კრიპტოვალუტები კვლავ უკანონოდ რჩებოდა.


მარტში მთავრობამ ბლოკჩეინის რეესტრის ღია პლატფორმა (BROP) გამოუშვა, რომელიც მიზნად სახელმწიფო პროცესების გამარტივებას ისახავს ჩინეთის სახალხო ბანკის (PBOC) კონტროლის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების დიქტატურის გავლენით.


ლიმ ასევე თქვა, რომ წინსვლის მიუხედავად, ახალი სტანდარტები ჩინეთის ბლოკჩეინის სივრცეს ერთ ღამეში ვერ გარდაქმნის.


Sina-თან საუბრისას ლიმ ასევე დასძინა, რომ მთავრობის ფორმულირება „ინდუსტრიის განვითარებისთვის მოულოდნელ, სწრაფ წინსვლას არ ნიშნავს, მაგრამ ეს ინდუსტრიას რაღაც წინამძღოლობას გაუწევს.“


იმავდროულად, შიდა ბიზნესები განაგრძობენ ბეიჯინგის კრიპტო აკრძალვის თავიდან აცილების მიზნით გზების გამონახვას.


წყარო: http://bitcoinist.com

bottom of page