top of page

ბიტკოინის ფასის ვარდნის მიზეზი


ამჟამად, მთელი ყურადღება ბიტკოინზეა მიმართული, რაც მონეტის ფასის მკვეთრი მერყეობითაა გამოწვეული, რომელიც უკვე „გარდაცვლილი“ Mt.Gox ბირჟის საფულეებიდან მონეტების მასიური გადაადგილების სპეკულაციას უკავშირდება.


ერთ დროს ძლიერ ბირჟას ჯერ კიდევ აქვს 160,000-ზე მეტი ბიტკოინი გადანაწილებული სხვადასხვა საფულეებში, რომელთაგან ოთხი (ჯამური რაოდენობა 8,000 ბიტკოინი) 12 მაისს დაცარიელდა.


დღეისათვის, Bitcoin-ს ფასი 8,400 დოლარზე ოდნავ მეტია და ბაზარი თითქოს სტაბილურადაა. თუმცა, მან 5 მკვეთრი დაცემა უკვე ნახა, რითიც მხოლოდ 24 საათში მონეტის საბაზრო კაპიტალი 15 მილიარდი დოლარით შემცირდა.


აპრილის ბოლოს, Mt. Gox-ის მეურვეების კუთვნილებაში მყოფი საფულეები დაცარიელდა, რამაც პანიკა გამოიწვია და, შედეგად, ბიტკოინის ფასი კიდევ ერთი 15 მილიარდი დოლარით შემცირდა საბაზრო კაპიტალზე.


შესაძლებელია, Mt. Gox-მა ეს თანხები ფუნქციონირებად ბირჟაზე გადაანაცვლა, რათა მათი აშშ დოლარად გაყიდვა შესაძლებელი ყოფილიყო და კომპანიამ კრედიტორებსაც გადაუხადოს თანხა მომდევნო შეხვედრამდე.


ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, მონეტების გადაადგილებით მეურვეებს რა ინტერესი ჰქონდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა მონეტა ერთი და იმავე საფულისკენ მიემართება. დრო გვიჩვენებს ყველაფერს, მაგრამ ახლა ისე ჩანს, თითქოს ვეშაპი იდუმალი მიმართულებით მიცურავს.


თუმცა, მეურვეებმა ვერ შეძლეს ამაზე უარესი მომენტი გამოენახათ კრიპტოვალუტის ამხელა მოცულობის გადასაადგილებლად. ზუსტად ამ დროს, Upbit-ს, სამხრეთ კორეის უდიდეს ბირჟას, თავს დაესხა ხელისუფლება, რამაც ყველა დიდი მონეტის მაჩვენებელი დაბლა დაწია.


სამხრეთ კორეის მთავრობა ეჭვობს, რომ UPbit კლიენტების ანგარიშებს პერსონალის კუთვნილ ანგარიშებში ურევდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ეჭვი იყო და სულ ცოტა ერთი ანალიტიკოსი მიიჩნევდა, რომ სპეკულაციამ ზედმეტი რეაგირება მოახდინა.


წყარო: https://cryptovest.com

bottom of page