top of page

უკრაინა კრიპტოვალუტების ლეგალიზებას გეგმავს


უკრაინაში ბევრი პოლიტიკოსი ალაპარაკდა კრიპტოვალუტების ლეგალიზაციაზე და მოსალოდნელია, რომ უკრაინის ფინანსური სტაბილურობის კრების შემდეგ ყრილობაზე ეს საკითხი განიხილება.


ბევრჯერ გაისმა, რომ ქვეყანაში ოფიციალური პროცედურების გატარება იგეგმება ლეგალიზაციისთვის. განსაკუთრებით ეს იდეა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ბევრმა აღიარა კრიპტოვალუტების ზეგავლენა მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე.


უკრაინაში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე განსხვავებული პოზიციები ჟღერდებოდა იმასთან დაკავშირებით, უნდა შეეძლოს თუ არა ხალხს ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ყოველდღიურად გამოყენება. ასევე არსებობს ადგილობრივი ვალუტის ციფრული ვერსიის შექმნის ვერსიაც. პოლიტიკოსები ამას წინააღმდეგობით შეხვდნენ, თუმცა შემდეგ გამოაშკარავდა, რომ ბევრი მათგანი ფლობდა სოლიდური რაოდენობის ბიტკოინს.


ფინანსური აქტივებისა და აქციების  კომისიის თავჯდომარე, ხრომაევი, ფიქრობს, რომ თუ უკრაინა საერთაშორისო რეგულაციებს მოუცდის, შეიძლება ძალიან გვიანი იყოს უკრაინისთვის. უკრაინამ დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოს და ის ამას საბჭოს შემდეგ შეხვედრაზე გააჟღერებს:


„ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი მგონია, რომ რიგი კრიპტოვალუტებისა ვაღიაროთ, როგორც რეალური აქტივები, ფინანსური ინსტრუმენტი და შევქმნათ სამართლებრივი წყარო, რომლითაც ხალხი შეძლებს ხელმძღვანელობას“.


თუ ეს ინიციატივა წარმატებით მივა ბოლომდე, უკრაინაში რუსეთისგან სრულიად განსხვავებული სურათი გვექნება. მაშინ, როცა რუსეთი ივლისიდან დამატებითი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს, უკრაინას შეუძლია, დიდი უპირატესობა მოიპოვოს ბევრ ქვეყანასთან შედარებით.


წყარო: https://cryptodaily.co.uk

bottom of page