top of page

კრიპტობაზარმა კვირა დაღმავალი ტრენდით დაიწყო


მიუხედავად იმისა, რომ გასულ შაბათ-კვირას კრიპტობაზარი ცოტათი მომჯობინდა წინა კვირის დანაკარგების შემდეგ, წამყვანი კრიპტოვალტუების უმეტესობამ ახალი კვირა დაღმავალი ტრენდით დაიწყო. კერძოდ, ბიტკოინის ფასი კვლავ $8,400-ის გარშემო ტრიალებს მას შემდეგ, რაც კვირა დღეს $8,700-მდე ავიდა.


ბიტკოინ ქეში შაბათ-კვირას თითქმის $1,500-მდე ავიდა, თუმცა ბოლო 24 საათის განმავლობაში მისმა ფასმა 7,5%-ით დაიკლო. ამის მიუხედავად მან საგრძნობი წინსვლა განიცადა. შეგახსენებთ, რომ აპრილის თვეში მისი ფასი $600 იყო და ბოლო 1 თვეში მისი ფასი 82%-ით გაიზარდა.


ყველაზე კარგად კი ფასი ეთერიუმმა შეინარჩუნა, რომლის ღირებულებაც კვირას $730 იყო და მას შემდეგ მხოლოდ 1%-ით დაეცა. ახლა ეთერიუმის ფასი ცდის ფსიქოლოგიურ $700-იან ნიშნულს. ეთერიუმ კლასიკმა კი ძლიერი დარტყმა განიცადა და მისი ფასი $17-მდე დაეცა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას $24 ღირდა.


იმედისმომცემლად არც რიპლი გამოიყურება. მისი ფასი $0,67-მდეც კი დაეცა, თუმცა შემდეგ გადააბიჯა ფსიქოლოგიურ $0,7-იან ბარიერს. მიუხედავად ამისა, პოზიტიურ შედეგებს კონსესუსის კონფერენცის შემდეგ ელიან.


Litecoin-ის ფასს რაც შეეხება, გასული კვირის შემდეგ ის ორშაბათს 8%-ით დაეცა და ახლა $135-ია. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ის პოზიტიური სიახლეები, რაც კრიპტოვალუტებზე იწერება, ფასში შესამჩნევ ცვლილებებს არ იწვევს, ეს რეალობა შეიძლება საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიცვალოს.


კარგად გამოიყურება Stellar Lumens, რომლის ფასიც ბოლო 48 საათში 20%-ით გაიზარდა. ამის საწინააღდეგოდ კი Dash-ის ფასი $400-იან ნიშნულს ჩამოსცდა.


წყარო: coingeek.com

bottom of page