top of page

ლაითკოინი ახლა უკვე ბლოკჩეინთაშორის დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე მუშაობს


ბლოკნეტმა გუშინ თავის ტვიტში დაადასტურა, რომ ლაითკოინი უერთდება მათ პროტოკოლს. ეს ნიშნავს, რომ LTC-ს შეუძლია, იმუშაოს ბლოკჩეინთაშორის დეცენტრალიზებულ აპლიკაციაზე (dApps) (მას შეუძლია, ურთიერთობა დაამყაროს სხვა ბლოკჩეინებთან).


ბლოკნეტის ტვიტში ნათქვამია: “#Litecoin-ს ახლა უკვე მარტივად ინტეგრირებულია #Blocknet-ის ბლოკჩეინთაშორის დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან! @Litecoin-ს მოაქვს ახალი ძალა ბლოკჩეინისთაშორისი ეკოსისტემის მომავლისთვის.”


სხვა პოსტში, რომელიც ბლოკნეტს ეკუთვნის, ნათქვამია: “Litecoin-ი თავსებადია ბლოკნეტის პროტოკოლთან, შესაძლებელია მისი გამოყენება ბლოკჩეინთაშორის დაპლებში, როგორიც გადახდის პროცესი, რომელიც იძლევა საშუალებას, მიიღოს ლაითკოინი ნებისმიერი ვალუტის მაგივრად და პირიქით.”


ბლოკნეტი არის ნამდვილი peer-to-peer პროტოკოლი სხვადასხვა ბლოკჩეინ ნოუდებს შორის, ის იძლევა სივრცეს, რათა მოხდეს ინფორმაციისა და ღირებულების გადაცემა ბლოკჩეინებს შორის, ამავდროულად კარს უხსნის ბლოკჩეინთაშორის აპლიკაციებს.


ბლოკნეტმა 2014 წელს შექმნა საზოგადოება დეცენტრალიზებული მართვის მიზნით. ასევე იმისთვისაც, რომ შექმნილიყო სისტემა, სადაც მონეტებს შორის იქნებოდა ურთიერთქმედება ცენტრალური მართვის გარეშე. ბლოკნეტს აქვს Block DX, პირველი დაპლი, რომელიც შეიქმნა ბლოკნეტის პროტოკოლზე. ის არის დეცენტრალიზებული ვალუტის გადამცვლელი, რომელიც იძლევა ვაჭრობის თავისუფლებას დაკავშირებულ ბლოკჩეინ კომუნებს შორის.


ლაითკოინი ბაზარზე


ამ ბოლო დროს, კრიპტო ვალუტების სივრცეში იყო ბევრი აღმასვლა და დაღმასვლა. ამ პერიოდში ლაითკოინმა დიდი წინსვლა აჩვენა. ლაითკოინი გასულ 24 საათში გაიზარდა 5,75%-ით და შემცირდა 7 დღეში 14,57%-ით. ამ მომენტისთვის, ლაითკოინი ღირს $147,57 და აქვს $8 226 912 063 ბაზრის კაპიტალიზაცია.


აბრა ლაითკოინს სიაში ამატებს


კრიპტო ვალუტების ფართოდ ცნობილმა საფულემ, აბრამ, ლაითკოინიც დაამატა. აბრას ტვიტის მიხედვით, რომელიც ახლახანს გამოაქვეყნა აღმასრულებელმა დირექტორმა, ბილ ბარჰიტმა, მობილური აპლიკაცია ახლა უკვე შეძლებს ლაითკოინის მიღებას და გადარიცხვას. ბოლო განახლებით, ის ასევე აშშ დოლარის მიღებასაც შეძლებს.


აქედან დასკვნა: მიუხედავად იმისა, რომ LTC-ი EOS-მა გააგდო თავისი პოზიციიდან, კიდევ არის იმედი იმისა, რომ ის დაბრუნდება საუკეთესო ხუთეულში.


bottom of page