top of page

ბლოკჩეინების სიმფონია - ახალი წამოწყება


ბრიტანეთში დაფუძნებული კრეატიული სტუდია არის ტექნოლოგისტებისა და საინჟინრო დიზაინის არტისტების გუნდი, რომლებიც საკმაოდ ფართო სპექტრს ეხებიან. ისინი მუშაობენ ბენდებთან და კულტურულ ინსტიტუტებთან, რათა შექმნან ქსელზე დაფუძნებული გამოცდილებები, ვიზუალიზაციები და დანადგარები, რომლებიც გვთავაზობენ ამ ახალ პროექტს. ბიტკოინის, კრიპტოვალუტისა და თავად ბლოკჩეინის ინტერაქტიულ, ვიზუალურ და სმენით კვლევაში ამას უწოდებენ „ბლოკჩეინების სიმფონიას" (The Symphony of Blockchains)“.


ისინი თანამშრომლობდნენ IOHK-თან, რათა გამოეკვლიათ კრიპტოვალუტები პროექტ „ბლოკჩეინების სიმფონიის“ მიხედვით, რომელიც არის კრიპტოვალუტის აუდიო-ვიზუალური გამოცდა. ქსელზე დაფუძნებული გამოცდილება ხელს უწყობს მომხმარებლებს ბლოკჩეინის ისტორიაში ნავიგაციის, სხვადასხვა შიდა საკუთრებისა და მათთვის უცნობი აბსტრაქტული მონაცემების გამოკვლევაში.


პროექტის გუნდის წევრმა თქვა:


„ეს იყო გასაოცარი მოგზაურობა ჩვენთვის, ვისწავლეთ ბევრი რამ ამ ტექნოლოგიის მიხედვით და აღმოვაჩინეთ მისი ახალი დატვირთვა, რომელიც ხალხს მისცემს საშუალებას, შეადარონ სხვადასხვა კრიპტოვალუტა ერთმანეთს.“


მისი დიზაინის პროცესი არის ის, რომ შეეძლოს კრიპტოვალუტის საკუთრების წარმოდგენა და ჰქონდეს შესაძლებლობა, შეადაროს ისეთი რამ, როგორიცაა, მაგალითად, ბიტკოინი, ეთერიუმი, კარდანო ან იოტა. იგი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, დაინახონ ეს ინტერნეტ საკუთრებები და გუნდს სურს, რომ ეს იყოს ისეთი, როგორიც ხალხს აქამდე არ უნახავს. მათ, ასევე, შეუძლიათ, კონკრეტული თარიღების და ორკაპების მოძებნაც.


ამ ტიპის ბლოკჩეინი ძლიერად გამოიყენება ყოველდღიურ სასაუბრო ენაში, მაგრამ კონკრეტული ტექნოლოგიისა და მომავლისთვის რეალიზაციის მცირედი გაგებით. ეს პროექტი მიზნად ისახავს, რომ განმარტოს ბლოკჩეინი, როგორც ინდივიდუალური ტრანზაქციების განმახორციელებელი ტექნოლოგია და მთლიანად კრიპტოვალუტები.


ერთ-ერთმა YouTuber-მა განაცხადა:


„საინტერესოა, თქვენი გუნდი ძალიან მაგარი და შემოქმედებითია, კრიპტო სამყაროში უკეთესს არავის შევხვედრივარ, უბრალოდ არ იურთიერთოთ ოპოზიციასთან და აწარმოეთ თქვენი ტექნოლოგია.“


წყარო: https://ambcrypto.com

bottom of page