top of page

სამხრეთ კორეის ტექნოლოგიური გიგანტი საკუთარი ბლოკჩეინ პლატფორმის გაშვებას აპირებს


თავის ოფიციალურ პრეს გამოშვებაში, LG-მ განაცხადა, რომ ის ბლოკჩეინზე დაფუძნებულ საკუთარ პლატფორმას, “Monachain”-ს გაუშვებს. მას ექნება სხვადასხვა აპლიკაცია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინანსები, საჯარო, სამრეწველო, საკომუნიკაციო და ა.შ.


13 მაისის პრეს გამოშვებაში, LG-ის შვილობილმა კომპანიამ, LG CNS-მა, განაცხადა, რომ ის ბლოკჩეინზე დაფუძნებულ საკუთარ პროექტს გაუშვებს, რომლის მთავარი ფუნქციები იქნება ციფრული მოწმობის გაცემა, ციფრული მომარაგების ჯაჭვის მენეჯმენტი და ციფრული საზოგადოების ვალუტა.


ბლოკჩეინზე გადასვლა


‘Monachain’, თავის მთავარ ფუნქციებთან ერთად, მიზნად ისახავს ციფრული ვალუტის, მოწმობის გაცემის ციფრული სისტემისა და მომარაგების ჯაჭვის ციფრული მენეჯმენტის ხელსაწყოს წარმოებას. Yonhap-ი იუწყება, რომ პლატფორმა მომხმარებლებს საკუთარი ციფრული საფულეების შექმნისა და სხვადასხვა საფინანსო ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. ამ მცდელობასთან ერთად, LG CNS ეძებს პარტნიორობას და შეთანხმებას კონკრეტულ ლოკალურ ბანკებთან, რათა გააფართოვოს მიღწევადობა.


პლატფორმასთან დაკავშირებულ ჩანაფიქრებზე საუბრისას, კომპანიის მთავარმა ტექნოლოგიების ოფიცერმა, Hyun Shin-Kyun-მა, თქვა:


„Mona Chain-ის გაშვებასთან ერთად, ყურადღებას გავამახვილებთ წარმატებული პროექტების შექმნაზე სხვადასხვა ინდუსტრიებში, რომელთა შორისაცაა ფინანსები, ტელეკომუნიკაციები და მრეწველობა.“


აშკარა ტრენდი


LG-ის Monachain-ის პარალელურად, შეგვიძლია, დავაკვირდეთ ბლოკჩეინზე დაფუძნებული მზარდი ტენდენციის აღიარებასა და ინტეგრირებას მსხვილ კორპორაციებში, რომლებიც ითვისებენ ინოვაციურ ტექნოლოგიას და კრიპტოვალუტებს, როგორც გადახდის საშუალებებს.


Microsoft-მა უკვე გაუშვა ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროექტი Coco და გააგრძელა ბიტკოინის, როგორც გადახდის საშუალების, მიღება თავის Xbox-სა და Windows store-ში. როგორც ჩანს, სოციალური მედია გიგანტი, Facebook-ი, ასევე განიხილავს საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის იდეას, როგორც საშუალებას, თავის მომხმარებლებს მარტივი ელექტრონული გადახდების განხორციელების შესაძლებლობა მისცეს.


საინტერესოა ისიც, რომ კომპანიები აქტიურად აღიარებენ არსებულ უპირატესობებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს მოაქვთ და სურთ კაპიტალის შეძენა.


წყარო: http://bitcoinist.com

bottom of page