ძმები უინკლვოსების ბირჟაზე ახალი კრიპტოვალუტები დაემატა
Gemini-ის ბიტკოინ ბირჟის დამფუძნებლები, ტაილერ და ქემერონ უინკლვოსები, მხარდაჭერას უცხადებენ Zcash-ს, იზოლირებულობაზე ორიენტირებულ კრიპტოვალუტას, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.
ნიუ იორკის ფინანსური მომსახურებების დეპარტამენტიდან მხარდაჭერის მიღების შემდეგ, შაბათს, 19 მაისს 13:30-ზე, Gemini დაიწყებს დეპოზიტების მიღებას Zcash-სგან.
დარეგულირებული ბირჟა, რომელიც ემსახურება თავის მომხმარებლებს აშშ-ს 48 შტატში, ვაშინგტონში, პუერტო რიკოში, კანადაში, ჰონგ კონგში, სინგაპურში, სამხრეთ კორეასა და ბრიტანეთში, 22 მაისს 13:30-ზე დაიწყებს Zcash-ით ვაჭრობას.
დაცვის ქვეშ ყოფნაზე თანხმობისა და Zcash-ით ვაჭრობასთან ერთად, ნიუ იორკის საფინანსო მომსახურებების დეპარტამენტმა „ფორბსთან“ დაადასტურა, რომ Gemini ასევე მიიღებს მხარდაჭერას ბიტკოინზე - მთლიანი საბაზრო ღირებულებით 25 მილიარდი დოლარი - და ლაითკონზე - საბაზრო ღირებულება- 8.2 მილიარდი დოლარი - თუმცა, როდის ჩაეშვება ეს ვალუტები მიმოქცევაში, ჯერ უცნობია.
ქემერონ უინკლევოსმა კონფიდენციალურ წერილში განმარტა, რომ ახალი პროდუქტის დამატება ნიუ იორკის საფინანსო სერვისების დეპარტამენტთან ახლო მუშაობის შედეგია.
მან დაწერა:
„ჩვენი მხარდაჭერა Gemini-ს მსოფლიოს პირველ ლიცენზირებულ Zcash-ის ბირჟად აქცევს. ასევე, ის ხდის NYSDFS-ს მსოფლიოს პირველ მარეგულირებელ სააგენტოდ, რომელიც გააკონტროლებს Zcash-ს.“
მოგვიანებით, უინკლევოსმა წერილში განმარტა, რომ Zcash-ის მთავარი მახასიათებელია კონფიდენციალობის დამცავი ფუნქცია, რომელიც გარიგების დამდებ მხარეებს აძლევს საშუალებას, ჩაერთონ ვაჭრობაში ერთმანეთზე რაიმე ინფორმაციის ქონის გარეშე. Zk-snarks არის ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება, დაემატოს ნებისმიერი რაოდენობის ბლოკჩეინს და უზრუნველყოფს იმავე დარწმუნებით ბიტკოინის ბლოკჩეინს, თუმცა მისმა გამომყენებლებმა შესაძლოა, არც იცოდნენ ერთმანეთის საჯარო მისამართები. “zk” ნიშნავს „ნულოვან ცოდნას“.
შედეგად, კრიპტოვალუტა სთავაზობს კონფიდენციალობის უზრუნველყოფას ზეწოლის ქვეშ მყოფ ერებს, კრიმინალებსა და პირადულობის დაცვაზე ორიენტირებულ ადამიანებს შორის. იგი იპყრობს მხარდამჭერებისა და გამკრიტიკებლების ყურადღებას.
წყარო: https://ambcrypto.com