top of page

2018 წლის კონსენსუსის ღონისძიებით უკმაყოფილების მიზეზები


იმ დამსწრეთა ცნობით, რომლებსაც დიდ რიგში მოუწიათ დგომა, Consensus 2018, ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის წლის ერთ-ერთი უდიდესი კონფერენცია, გადაჭედილი იყო.


Consensus 2018 არის ბლოკჩეინის თვის ყველაზე პოპულარული ღონისძიება. ის იმდენად პოპილარული გახდა, რომ რონი მოას ცნობებით, რომელიც აწარმოებს კომპანიის Standpoint-ის სამარკეტო კვლევებს, ორგანიზატორებს ორჯერ მეტი სტუმრის მიღება მოუწიათ, ვიდრე მოელოდნენ.


ბლოკჩეინის და კრიპტოვალუტის კონფერენცია ჩატარდა New York Hilton Midtown სასტუმროში 14-დან 16 მაისის ჩათვლით. ორგანიზატორები ელოდნენ 4,000-ზე მეტ დამსწრეს ამ წელს, 2,700-თან შედარებით (2017 წელს ხალხთა რაოდენობა). თუმცა, მოას ცნობებით, დამსწრე საზოგადოება შეადგენდა 8,000-ზე მეტს, როდესაც Digital Currency Group-ის აღმასრულებელი დირექტორი დაზუსტებით ამბობს რიცხვს - 8,500-ს.


მოასი იმედგაცრუებული იყო, რადგან კონფერენციას ამდენი ადამიანი დაესწრო. მან ტვიტერზე დაპოსტა, რომ იგი თავს გრძნობდა, როგორც ნიუ-იორკის ცენტრალურ მოედანზე პიკის საათში. მისი დასკვნით, სპორტის არენა შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო, ვიდრე შეკრების ცენტრი.


„მათ ძალიან ბევრი ბილეთი გაყიდეს ბლოკჩეინის ამ ღონისძიებისთვის, აქ იყო 8,000 ადამიანი. თავს ვგრძნობდი, როგორც ნიუ-იორკის ცენტრალურ სადგურზე პიკის საათებში. მათ უნდა ჩაეტარებინათ ეს კონფერენცია სპორტის არენაზე... და არა სასტუმროში.“ - რონი მოასი, 14 მაისი, 2018 – „აქ საშინელი ქაოსია. უფრო ნაკლები ბილეთი უნდა გაეყიდათ“ - უთხრა მან CNBC-ს.


უფრო ადრინდელ ტვიტში, რონიმ დაიჩივლა კომპიტერების გაფუჭებაზე, რის გამოც ხალხს მოუწია გრძელ რიგებში დგომა.


„არც ისე კარგი დასაწყისი იყო. კომპიუტერები გაფუჭდა, მათ ვერ მოახერხეს სამკერდე ნიშნების დაბეჭვდვა. ხალხმა 2,999 დოლარი გადაიხადა ასეთი მარცხისთვის...“ - რონი მოასი, 13 მაისი, 2018.


მოასი არ იყო ერთადერთი ასეთი ჩივილებით. CNBC-ის ჟურნალისტს ერთი საათი მოუწია ლოდინი თავისი სამკერდე ნიშნის მისაღებად. ჯეფ დენტონმა, რომელიც დამსწრეთა შორის იყო, თქვა:

„მსგავსი არაფერი მინახავს რეგისტრაციისას. 1 საათი მომიწია რიგში დგომა.“


თუმცა, ამ გაუმართაობას არ გამოუწვევია ხალხის მიერ ღონისძიების დატოვება. ბილეთის საშუალო ფასი 2,000 დოლარი იყო, რის შედეგადაც ორგანიზატორებმა 17 მილიონი დოლარი მიიღეს გაყიდვებიდან.


CoinDesk-მა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ორგანიზირებაზე, უარი განაცხადა, ესაუბრა შემოსავლების თაობაზე. მარკეტინგის კომპანიის დირექტორმა, იაკობ დონელიმ, ბოდიში მოიხადა ღონისძიებაზე მომხდარი უხერხულობისთვის:


„მიუხედავად ჩვენი შეფერხებებისა, Consensus 2018-მა გადამეტებული ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში და ის ყველაზე დიდი ბლოკჩეინზე ფოკუსირებული ღონისძიებაა, რომელიც კი ამერიკაში ჩატარებულა. ჩვენ ვმუშაობთ ლოდინის დროის შემცირებაზე.“.


სპიკერად ბევრი ბლოკჩეინ და კრიპტო ვარსკვლავი იყო წარდგენილი ღონისძიებაზე ემანუელ აიდოს - Credit Suisse-ში ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის სტრატეგიების აღმასრულებელი დირექტორი - ჩათვლით. ასევე იყვნენ ჯერემი ალაირი, Circle-ის აღმასრულებელი დირექტორი, JPMorgan ბლოკჩეინის სტრატეგიების წარმომადგენელი, ბრაიან ბელენდორფი, Hyperledger-ის აღმასრულებელი დირექტორი და ConsenSys-ის წამომადგენელი ვანესა გრელეტი.


ეთერიუმის თანადამფუძნებელმა, ვიტალიკ ბუტერინმა, უარი განაცხადა ღონისძიებაში მონაწილეობასა და მის ხარდაჭერაზე. მისი თქმით, ბილეთების ფასი ზედმეტად მაღალი იყო:

„ბილეთის ფასი შეადგენდა 2-3 ათას დოლარს. მე პირადად უარს ვაცხადებ მხარი, დავუჭირო ასეთი დონის ბიუჯეტს“ - ვიტალიკ ბუტერინი, 26 აპრილი, 2018.


წყარო: https://cryptovest.com

bottom of page