top of page

„ეთერიუმი შესაძლოა მორიგი Apple იყოს“ - სტივ ვოზნიაკი


„ბლოკჩეინის ერთ-ერთი ვალუტა, ეთერიუმი, შესაძლოა შემდეგი Apple იყოს“ - განაცხადა ერთ-ერთი ტექნოლოგიური კომპანიის თანადამფუძნებელმა.


Forbes-ის ცნობებით, სტივ ვოზნიაკმა წარმოთქვა ეს პოზიტიური წინასწარმეტყველება 5,000 ადამიანის წინაშე WeAreDevelopers-ის კონფერენციაზე, ვენაში: „ეთერიუმი მაინტერესებს, რადგან მას დიდი პოტენციალი აქვს და ის დღევანდელი ტრენდია.“ - ასევე მან დაამატა, რომ იგი შეიძლება იყოს ისეთივე გავლენიანი, როგორიცაა Apple.


ამ დროისთვის, Apple-ის საბაზრო მოცულობა 921 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 2.5 ჯერ აღემატება კრიპტოვალუტის დღევანდელ საერთო საბაზრო ღირებულებას. ეთერიუმის მოცულობა კი 68 მილიარდ დოლარზე ნაკლებია.


CCN-ის ცნობებით, ვოზნიაკი დიდი ხანი იყო ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების გულშემატკივარი. წარსულში, ის აქებდა ბიტკოინს მისი სარგებლიანობისთვის, როგორც ღირებულებების შენახვის წყარო.


„არსებობს ბიტკოინის სასრული რაოდენობა, რასაც კი შეუძლია, ოდესმე იარსებოს“ - თქვა მან Money 20/20-ის კონფერენციაზე წინა ოქტომბერში. ეს მას უფრო „ჭეშმარიტსა და რეალურს“, ხდის, ვიდრე დოლარს, რომელიც „ყალბის მსაგავსია“, რადგანაც მისი მანიპულირება ხშირად პოლიტიკური მიზეზების გამო ხდება.


„შენს სახლს გააჩნია ღირებულება. თუ მას დღეს სახლი ჰქვია, 40 წლის შემდეგაც სახლი ერქმევა, მიუხედავად ფასის ცვლილებისა“ - დაამატა სტივმა.


ვოზნიაკმა ასევე თქვა, რომ ბიტკოინი თითქოს ოქროს ტოლფასია: „ოქრო ითხრება და ითხრება და ითხრება. შესაძლოა ოქროს სასრული რაოდენობა არსებობდეს, მაგრამ ბიტკოინი უფრო მათემატიკური და დახვეწილია და არავის არ შეუძლია მათემატიკის შეცვლა“.


მიუხედავად ასეთი პოზიტიური განწყობისა, სტივმა თქვა, რომ მას ბევრი ალტერნატიული დანახარჯიც ჰქონდა. იგი ხარჯავდა ბევრ დროსა და ენერგიას ფასის არასტაბილურად მოძრაობის კონტროლისას.


სამწუხაროდ, მან შემთხვევით მიჰყიდა თავისი მონეტები თაღლითს, რომელმაც მოპარული საკრედიტო ბარათების საშუალებით გადაიხადა. ეს გადარიცხვები კი, შემდეგ უკან დაუბრუნდა ბარათების ნამდვილ მფლობელებს, რის გამოც ვოზნიაკმა დაახლოებით 7 ბიტკოინი დაკარგა.

ამ დროისთვის ვოზნიაკს აქვს 1 ბიტკოინი და 2 ეთერიუმი. ამ სახსრებს იგი ტექნოლოგიურ ექსპერიმენტებს ახმარს და არა - სპეკულაციურ ინვესტიციებს.


წყარო: https://www.ccn.com

bottom of page