top of page

აშშ-ს კონგრესი პოზიტიურ სიახლეებს ავრცელებს


ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებულმა ეკონომიკის კონგრესმა გამოაქვეყნა წლიური მოხსენება ეკონომიკაზე და ბაზარზე. თავი 9, რომლის სათაურიც იყო „უსაფრთხო მომავალი, ბლოკჩეინის ნელ-ნელა ათვისება“, ეხებოდა აშშ-ს ციფრული ინფრასტრუქტურისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.


თავში საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა შექმნილიყო ციფრული ინფრასტრუქტურის დასაცავად უსაფრთხო მოდელი და შემდეგ ეს აუცილებლობა დაკავშირებული იყო ბლოკჩეინთან - თუ როგორი უსაფრთხოა ის კიბერთავდასხმების წინააღმდეგ.  აქ კრიპტოვალუტებზე არსებული ახლანდელი აჟიოტაჟი 90-იანების ინტერნეტის აჟიოტაჟთან იყო შედარებული:


„ბევრი ინტერნეტ კომპანია ინტერნეტის მომავალს საკმაოდ მოკლე ვადაში ხედავდა. მათ, კი ვინც უფრო შორს გაიხედეს, დღეს ბიზნესის კეთების კონვენციური გზები შეცვალეს“.


მას შემდეგ, რაც ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა განხილულ იქნა, ცალკე ნაწილი დაეთმო ბიტკოინს და მისი, როგორც ვალუტად გამოყენების შეზღუდვებს, დაბალ ტრანზაქციულ ხარჯებს და ყოველდღიური გამოყენებისთვის მაღალ ხარჯიანობას. ასევე, ნახსენები იყო ფასის მკვეთრი ცვლილება:


„მაგალითად, პიცის ფასი შეიძლება შეიცვალოს ბიტკოინის  ნაწილიდან რამდენიმე ათას ბიტკოინამდე მოკლე ვადაში“.


ცალკე ნაწილი დაეთმო გაქურდულ და დაჰაკულ ციფრულ საფულეებსაც:


„მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დაჰაკული ბლოკჩეინ პროტოკოლის მტკიცებულება, ამის მიუხედავად ვალუტების მოპარვის ფაქტები მაინც ფიქსირდება“.


მოხსენებაში ხაზგასმულია რეგულაციების მნიშვნელობა. 


აქვეა ჩამოთვლილი რიგი რჩევები და რეკომენდაციები, რომლებსაც უნდა მისდიონ მარეგულირებელმა ორგანოებმა, კანონმდებლებმა და ზოგადად მომხმარებლებმა.


„სამთავრობო სააგენტოებმა ყველა დონეზე უნდა შეისწავლონ ის ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლია, მთავრობის ფუნქციონირება უფრო ეფექტური გახადოს“ - ვკითხულობთ მოხსენებაში.


წყარო: https://ambcrypto.com

bottom of page