top of page

რამდენია ICO-ს თაღლითობებისგან მიღებული შემოსავალი?


უმეტესად, კრიპტოვალუტის ინვესტორები, ენთუზიასტები და დამკვირვებლები ცდილობენ, თავიდან აირიდონ „shitcoin“-ების ცირკულაცია ბაზარზე. თუმცა Wall Street Journal იუწყება, რომ თაღლითური კრიპტოვალუტის ხელმისაწვდომი რაოდენობა დღეს შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე მანამდე. ეს რიცხვი დაახლოებით 200-ს აღწევს.


მათ შორის რომელია ყველაზე კანონიერი?


ყველაზე პოპულარულია პირველადი მონეტების შეთავაზებები (ICO) - თანხის მოგროვების ახალი მეთოდი, რომელმაც მასიური პოპულარობა 2017 წელს მოიპოვა რამდენიმე ღამეში მილიონების მოპოვებით.


1,450 ანიზირებული მონეტიდან, 271-მა აღმართა გამორჩეული წითელი დროშა. აღმოჩნდა, რომ მათ ჰქონდათ პლაგირებული დოკუმენტები და ყალბი გუნდების სიები ან საბუთები, რომლებზეც ასახული იყო თაღლითური სქემების ყველა მახასიათებელი.


უფრო მეტიც, უმეტესობა „whitepaper”-ისა, რომლებიც პროექტის ტექნოლოგიებსა და პროგრამებს დეტალურად განიხილავდა, გადმოკოპირებული იყო სხვა პროექტებიდან. სასაცილოა, რომ გუნდების სახელებიც კი კოპირებული იყო და, ხანდახან, მისიის განცხადებებიც კი.


ბრედლი ბენეტი, Financial Industry Regulatory Authority-ის ყოფილი წევრი, გვეუბნება: „კოპირებული ენა, თანამშრომლების სახელების არარსებობა და დიდი ამონაგების დაპირებები ნიშნავს, რომ ინვესტორები ფრთხილად უნდა იყვნენ“.


ყველაზე არაფთხილი ინვესტორები დიდ უსიამოვნებებს აწყდებიან


მიუხედავად ფართოდ გავრცელებული მიმართვისა, ჩაატარო ფართო გამოკვლევა, სანამ ICO-ში ჩაერთვები, გულუბრყვილო ივნესტორების დანაკარგი ამ 271 პროექტში მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო რამდენიმე მათგანის შემოსავალი კვლავ იზრდება.


ჯერ-ჯერობით, მხოლოდ 273 მილიონი დოლარი დაბრუნდა კანონის ფარგლებში, რაც მიანიშნებს იმას, რომ ინვესტორები ჯერ კიდევ არ ითვალისწინებენ ამ პროექტების ნამდვილ ბუნებას.


ICO-ს მომხიბვლელობა, როგორც თანხის დაგროვების საშუალება, უდაოდ შთამბეჭდავია. Statis Group-ის გადმოცემებით, ასეთი კრიპტოვალუტების შემოსავალი 2017 წლიდან 9 მილიარდი დოლარით გაიზარდა.


წამყვანი ინვესტორების დანაკარგების აღმოსაფრხველად, ამერიკის SEC სწრაფად ჩაერთო საქმეში და გაავრცელა უფრო ინოვაcიური წამოწყება - ყალბი ICO - რათა ინვესტორებს ამ თაღლითობების შესახებ ამცნობონ.


SEC-ის მიერ რამდენიმე ოფიციალური გაფრთხილება გავრცელდა, რათა ინვესტორებსა და კრიპტოვალუტის პროექტებს რისკების შესახებ შეატყობინონ და უსაფრთხოების საჭირო ზომები მიიღონ. ამასთან, რეგულატორებმა წამოიწყეს საკამათო პროექტები, რომლებიც უცნაურ პირობებს აცხადებს, როგორიცაა ფიქსირებული მოგებები გარკვეული პერიოდის შემდეგ.


მაგილითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ Plexcorps, რომელმაც 15 მილიონი დოლარი მიიზიდა მინაწერით, რომელიც 1,300%-იან მოგებას პირდებოდა ინვესტორებს 1 თვის განმავლობაში.


ბუნებრივია, SEC არ იყო გაკვირვებული.


თავს გაუფრთხილდით, ინვესტორებო!


საბოლოოდ, CCN მიმართავს თავის მკითხველებს, რომ ჩაატარონ იურიდიული გამოკვლევა, სანამ ინვესტიციას ჩადებენ რაიმე კრიპტოვალუტაში. ყველაზე მთავარია, რომ უფრთხილდნენ მარტივ შეთავაზებებს, ზოგადი ბაზრის სურათებსა და ონლაინ განხილვებს ცნობილ ფორუმებზე.


თუმცა ყველა კრიპტოვალუტა არ არის თაღლითური, რადგანაც არსებობს კარგი პროექტები ბაზარზე, რომლებიც ცდილობენ, გადაჭრან მსოფლიო პრობლემები და ჰყავთ შთამბეჭდავი პარტნიორები.


bottom of page