ჩინეთის მთავრობამ ყალბი კრიპტოვალუტები აღმოაჩინა
ჩინეთში, ინტერნეტის ფინანსური უსაფრთხოების ტექნოლოგიათა ექსპერტების ნაციონალურმა კომისიამ (IFCERT) 2018 წლის აპრილში 421 ყალბი კრიპტოვალუტა აღმოაჩინა, რომელთა 60% ჩინეთის გარეთ მდებარე სერვერებიდანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მიგნება საკმაოდ რთულია.
2018 წლის 18 მაისს, პარასკევს, IFCERT-ი მოხსენებაში აღნიშნავს, რომ ჩინეთში ერთადერთმა სახელმწიფო დონეზე დამტკიცებულმა ფინანსური რეგულაციების ტექნოლოგიურმა ინტერნეტ პლატფორმამ, ინტერნეტის ფინანსური რისკების ანალიზის ტექნოლოგიათა ნაციონალურმა პლატფორმამ, რომელმაც მუშაობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, აღმოაჩინა, რომ ყველა ამ ყალბ კრიპტოვალუტას სამი საერთო აქვს. წარმოგიდგენთ სამ წითელ დროშას, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს:
პირველი, ისინი ეყრდნობიან პირამიდული სქემების ოპერაციულ მოდელს, რომელიც ამტკიცებს, რომ ვირტუალურ ვალუტას მაღალი მოგების გენერირება შეუძლია და დიდი საწყისი ინვესტიციის სანაცვლოდ ფასეული ჯილდოს მიღების დაპირებას იძლევა.
მეორე, ყალბ ვირტუალურ ვალუტას არ აქვს რეალური წყაროს კოდი და ვერ ახდენს ბლოკთა გენერირებასა და მათზე მუშაობას. თაღლითები ხელოვნურად დაყოფის მეთოდს მიმართავენ მონეტის ჯილდოს შესაქმნელად და ამრიგად ქმნიან ფასთა სწრაფი ზრდის ილუზიას. მათი პროპაგანდის მტკიცებით, ვალუტა არასოდეს ეცემა.
მესამე, ყალბი კრიპტოვალუტით შეუძლებელია ვაჭრობა ნებისმიერ ლეგიტიმურ კრიპტო ბირჟაზე. სცენის მიღმა ფასები მაღალ დონეზე კონტროლდება თაღლითების მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი მსხვერპლი რეგულარულად ხედავს ფასის დიდ ბიძგებს.
თუმცა, სამწუხაროდ, (როგორც მოსალოდნელი იყო), ამგვარ პლატფორმათა მომხმარებლებს არ შეუძლიათ რაიმე სახის ტრანზაქციის განხორციელება ან ქეშის ამოღება. ყალბი კრიპტოვალუტების ბრუნვა მხოლოდ მათ ვებ გვერდებზე ხდება და ნებისმიერი მათ მიერ შემოთავაზებული ბრუნვა არ არის უსაფრთხო და ნაკლებადაა ხმარებაში.
ასევე, მოხსენებაში ნათქვამია, რომ ყალბი ვირტუალური კრიპტოვალუტით თაღლითობა არალეგალური ფონდისა და პირამიდული გაყიდვების მაგალითია, თაღლითთა გაქცევის რისკი საკმაოდ დიდია და თუ ისინი გაქრნენ, მსხვერპლს საკმაოდ გაუჭირდება საკუთარი უფლებების დაცვა და კომპენსაციის მიღება, ვინაიდან ამ პლატფორმებს არ აქვს რაიმე სახის ბიზნეს კაპიტალი და მათი სერვერები ხშირად საზღვარგარეთიდანაა ოპერირებული.
საინტერესოა, რომ 2018 წლის 16 მაისს შეერთებულმა შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) სცადა ICO-ს თაღლითებზე მეტი ცოდნა მიეწოდებინა შეერთებული შტატების ინვესტორებისთვის, საკუთარი ყალბი ICO-ს გაშვების გზით.
2018 წლის 19 იანვარს, ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრმა განაცხადა, რომ მოხდება კიბერ პირამიდული სქემების არალეგალურ აქტივობათა განადგურება.
წყარო: https://www.cryptoglobe.com