top of page

LMAX-მა პირველი ინსტიტუციონალური კრიპტოვალუტის ბირჟა შექმნა


ფინანსური მენეჯმენტის ორგანოს (FCA) მიერ რეგულირებული მნიშვნელოვანი ფინანსური კომპანიის, LMAX Exchange Group-ის მიერ, პირველად შეიქმნა ინსტიტუციონალური კრიპტოვალუტის ბირჟა განსაკუთრებული მოვაჭრეებისთვის. ინფორმაცია 21 მაისს გამოქვეყნდა LMAX-ის მიერ ბლოგ პოსტში.


LMAX ინსტიტუციონალური ბირჟა


ინსტიტუციონალურ ინვესტორების ბაზარზე შემოსვლასთან ერთად მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ პლატფორმა, სადაც კრიპტოვალუტებით ვაჭრობას შეძლებენ. ზუსტად ეს არის ის, რაზეც მნიშვნელოვანი და მდიდარი ინვესტორები ჩიოდნენ. არ არსებობს რეგულირებადი, უსაფრთხო და ინსტიტუციონალური კრიპტოვალუტის ბირჟა. ამიტომაც LMAX-მა შექმნა მსოფლიოში პირველი ასეთი ბირჟა.


დევიდ მარკერმა, LMAX Exchange-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, აღნიშნა:


„ჩვენ კრიპტოვალუტის ბაზარს ლეგიტიმაციაში უფრო ვეხმრებით ინსტიტუტებისთვის პლატფორმის შეთავაზებით, სადაც შეეძლებათ, უსაფრთხოდ შეიძინონ, ივაჭრონ და შეინახონ კრიპტო საფულეები მაღალი ხარისხისა და ღრმა ლიკვიდურობის გარანტიით.“


ამ ეტაპზე LMAX Digital-ზე მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი და უკვე დამკვიდრებული კრიპტოვალუტები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ბიტკოინი (BTC), ლაითკოინი (LTC), ეთერიუმი (ETH), რიპლი (XRP) და Bitcoin Cash (BCH). ვაჭრობა შესაძლებელი იქნება 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე და ის დარეგულირდება მსგავსი წესებით და პრინციპებით, როგორც LMAX Exchange FCA რეგულირებდა MTF-ს.


„ჩვენ შესანიშნავად ვპოზიციონირებთ ბაზარზე არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ინსტიტუციონალური ლიკვიდურობის არმქონე ძლიერი ფიზიკური კრიპტოვალუტის ბირჟის არ არსებობა“, - განაგრძო ბატონმა მერჩერმა. „10 ტრილიონ დოლარზე მეტი ტრადიციული ფულია ნავაჭრი ჩვენს ბირჟაზე დღემდე და 100-ზე მეტ ქვეყანაში გვყავს ინსტიტუციონალური კლიენტები“.


ბირჟამ გადაწყვიტა, ინსტიტუციონალურ FX ბაზარზე დაგროვილი ცონდა LMAX Digital-ზე გამოიყენოს. ამ გზით, მათ საშუალება მიეცათ, რეალურ სავაჭრო ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შეექმნათ უსაფრთხო ციფრული ბირჟა, ბაზრის წამყვანი ლიკვიდურობა და გამჭვირვალობა.


გარდა ამისა, ბირჟა გეგმავს სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში ოპერაციების დაწყებას, მათ შორის ტოკიოსა და ნიუ-იორკში, რათა მსოფლიოს გარშემო არსებული კლიენტების მოთხოვნები დააკმაყოფილოს.


წყარო: https://usethebitcoin.com

bottom of page