top of page

IBM-ი ევროპის ტექნიკურ თათბირზე 1,800 ახალ სამუშაო ადგილს აცხადებს


IBM-ის განცხადებით, მომდევნო ორ წელიწადში ის 1,800 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს, რომლებიც ფოკუსირებულნი იქნებიან კომპიუტერულ ქლაუდზე, AI-ზე, ბლოკჩეინსა და IoT-ზე. განაცხადი IBM-ის თავჯდომარის გაკეთდა, გინი რომეტის, მიერ „Tech for Good“-ის სამიტზე, პარიზში.


„IBM-ი გეგმავს ბიზნეს კონსულტანტთა, IT არქიტექტორთა, დეველოპერთა და ტექნიკურ ექსპერტთა დაქირავებას. იგეგმება როგორც ახალკურსდამთავრებულთა, ასევე გამოცდილი პროფესიონალების დაქირავება.“ აღინიშნა პრესრელიზში, რომელიც მოყვა ხსენებულ განაცხადს.


ეს 1,800 ვაკანსია მოიცავს 400 AI-ზე დაფუძნებულ პოზიციას, რომელთა მარტში შექმნის შესახებაც IBM-მა უკვე აღნიშნა ფრანგულ “AI for Humanity” სამიტზე. ივენთზე მაქრონმა გაასაჯაროვა 1.5 ბილიონ ევროიანი გეგმა, რომლის მიხედვით საფრანგეთი მსოფლიო ლიდერად უნდა იქცეს AI ტექნოლოგიაში.


„პრეზიდენტი მაქრონი დებს დიდ და ჭკვიანურ ფსონს AI-ის მიერ თითოეული სამუშაო ადგილის, თითოეული პროფესიონალისა და თითოეული ინდუსტრიის ტრანსფორმაციაზე.“ აღნიშნა რომეტიმ.


AI სამიტთან კავშირში, ფრანგმა პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა, დავალებად გასცა სტრატეგიული გეგმა, რომელიც ადრესირდა არამარტო AI-ს ეკონომიკასთან, არამედ მასთან დაკავშირებულ ეთიკურ და ეკოლოგიურ მღელვარებასთანაც. ოთხშაბათის სამიტზე მაქრონმა წამოაყენა იგივე ნოტა, მოიწონა რა დამსწრეების მიერ მნიშვნელოვანი ძალის საზოგადოების ბენეფიტებისა და კეთილდღეობისკენ მიმართვის იდეა.


„აქ არ არის არანაირი უფასო ლანჩი“ განუცხადა მან ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ Uber-ის, Intel-ისა და Microsoft-ის თავჯდომარენი, ასევე რომეტი და მარკ ცუკერბერგი, ევროპული პარლამენტის მხრიდან მისთვის მკაცრი კითხვების დასმიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ.


IBM-ის მტკიცებით, ახალი ვაკანსიების ტალღის შესაბამისი ქმედების სახით, ის ითანამშრომლებს საფრანგეთის მთავრობასთან P-TECH პროგრამის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეთა ბაზას, მათ ვისაც გააჩნიათ არამომგებიანი ბექგრაუნდი, ვისაც გავლილი აქვთ სამსახურეობრივი ტრენინგი და ყავდათ მენტორი.


„განათლების მინისტრთან ერთად, ჩვენ განვახორციელებთ პილოტირებას სკოლებში, რათა მოსწავლეებმა შეძლონ, უნივერსიტეტის დიპლომისგან დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა და ჰქონდეთ შესანიშნავი სამსახური, რომელიც ახალ ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული.“ აღნიშნა რომეტიმ.


წყარო: https://www.ethnews.com

bottom of page