top of page

ბიტკოინის ფასის ანალიზი


კრიპტოვალუტების ანალიტიკოსების ჯგუფმა ახალი ტრენდი შეამჩნია, რომელიც მიანიშნებს, რომ ბაზრის აღმასვლა გარდაუვალია.


გაყიდვიდან დაგროვებამდე


23 მაისს თვითერზე The Crypto Fam-ის ჯგუფის მიერ ატვირთული დიაგრამა უჩვენებს, რომ ბიტკოინის ფასის კლების მესამე წრე დასასრულს უახლოვდება. ეს კი 2017 წლის დეკემბრის შუაში დაიწყო.


სტატისტიკა და მონაცემები ადასტურებს, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები ცალსახად აგროვებდნენ ბიტკოინს. როცა ფასმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, მათ დაიწყეს გაყიდვა, რისი შედეგიც ფასის კლების სამი ფაზა გახლდათ - თითოეული მათგანი წინაზე ნაკლებად მძიმე.


Crypto Fam-ის თვითერზე ვკითხულობთ


„ფასის კლების ფაზა შედგება 3 მთავარი ტალღისგან, რომლებიც შავი ისრებითაა მითითებული. ჩვენ ახლა მესამე ტალღის პროცესში ვართ, რომელიც მალე უნდა დასრულდეს“.




ყველაფერი ფასის კლების გარდაუვალი დასასრულისკენ მიუთითებს


სტატისტიკა სწორედ მაშინ დაიდო, როცა ბიტკოინის ფასმა კვლავ კლება დაიწყო და 13%-ით შემცირდა 20 მაისის შემდეგ. წამყვან კრიპტობაზრებზე ის $7,400 იყიდება.

ფასის კლების რამდენიმე მიზეზს გამოკვეთენ - Mt. gox საინვესტიციო ფონდის მასობრივი ამოყიდვა, რეგულაციები და კიდევ უფრო ბევრი ინსტიტუციონალური ინვესტორი, რომელიც იდეალურ მომენტს ელოდება ბაზარზე შესასვლელად.


„ყველაფერიტრენდის დასასრულისკენ მიუთითებს. ცვლილებები არ არის მკვეთრი არც ერთის მხრივ. თითქმის დადგა დრო, როცა „ვეშაპებმა“ ბიტკოინის დაგროვება კვლავ უნდა დაიწყონ გრძელვადიანი პერსპექტივით“ - ვკითხულობთ თვითში.


წყარო: http://bitcoinist.com/banishing-bear-new-analysis-pinpoints-return-bitcoin-bull-market/


bottom of page