top of page

"კრიპტოვალუტა საფუძვლიანად უფრო უსაფრთხო გახდება ვიდრე ბანკები"


ვაისის შეფასება (Weiss Ratings) სააგენტოს დამფუძნებელი, მარტინ დ. ვაისი ვარაუდობს, რომ ამერიკის საბანკო სისტემაში მოახლოებული ახალი წესის გამო, ინვესტორები იძულებულნი იქნებიან, თავიანთი თანხები უკან წაიღონ.


ყურადსაღები VOLCKER RULE მოვლენებს ცვლის


გამოყოფილ ბლოგ პოსტში Volcker Rule-ის აქციების შესახებ, რომელიც უზღუდავს ბანკებს შეტანილი დეპოტიზებით სპეკულირების შესაძლებლობას, ვაისი ხედავს გეგმის მოახლოებას: ზუსტად მაშინ, როცა რისკებმა პიკს მიაღწია, მთავარი ფაქტორი იყო მუქარა, რომ მძიმე დანახარჯები გამოეწვიათ.


Volcker-ზე დაკვირვებები ვაისის მთავარი საზრუნავის კრიპტოვალუტის გარშემო მიმდინარეობს. იანვარში, სააგენტომ ვაჭრობაზე მსოფლიოში პირველი მონაცემები გამოსცა, რომელმაც უთანხმოება გამოიწვია ბიტკოინის “C+“ მინიჭების და Ethereum-ის “B”-ით გაჩემპიონებისთვის.


მარტინ დ. ვაისისთვისა და თანამოაზრე ანალიტიკოს ხუან მ. ვილავერდესთვის, თვალნათელია კრიპტოვალუტის შესაძლებლობები ნდობის გამომუშავებისა და საბანკო სისტემად ჩამოყალიბებისთვის.


„ამ წესის შეცვლით, ხელისუფალთ ხალხის ფულით დიდ რისკებზე წასვლა გაუადვილდებათ.“ - აკეთებს პრესა ციტირებებს.


...მომავალში, კრიპტოვალუტა საფუძვლიანად გააუმჯობესებს ფულადი სახსრების უსაფრთხოდ შენახვას და წარმოუდგენელია ისეთი მსოფლიო, რომელშიც ეს ტექნოლოგია არ გახდება მთავარი მოქმედი ფიგურა ფულთან და ბანკინგთან მიმართებაში.


ვაისი: კრიპტოს მერყეობა სამუდამოდ არ გაგრძელდება


მომხრაბელების მიერ კრიპტოვალუტით ვაჭრობისკენ გადადგმული ნაბიჯის მთავარი ფაქტორი „მერყეობის“ გამომჟღავნება იყო, მიუხედავად ამისა, ეს სიტუაცია შეიცვლება და ამასთანავე სავაჭრო სისტემა „მომწიფდება“, სანამ ბანკები უფრო დიდ რისკებზე წავლენ.


„ახლა, როცა ჩვენ დანაზოგების უსაფრთხო შენახვისთვის უკეთესი ტექნოლოგია გვაქვს, საკრედიტო ბაზრებმა უნდა განაახლონ თავიანთი სერვისები. სამომავლო ფინანსური სისტემა დღევანდელისგან ბევრად განსხვავებული იქნება,“ - აცხადებენ ვაისი და ვილავერდე.


ამ კვირის დასაწყისში, Bitcoinist-ი ბიტკოინის მერყევ ფასთან დაკავშირებით განმარტებით სახელმძღვანელოს აქვეყნებს, რომელშიც 2017 წლის მაისიდან მოყოლებული საბაზრო ცვლილებების შესაძლო საფრთხეებია განხილული.


რას ფიქრობთ ვაისის მონაცემების ვარაუდებზე საბანკო საქმესთან დაკავშირებით? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში!.


წყარო: http://bitcoinist.com

bottom of page