top of page

IOTA, Tron, EOS, Litecoin და Stellar Lumens-ის ფასის ანალიზი


EOS ფასის ანალიზი 

მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა EOS-Ethereum-ის განსაცალკავებლად, რის შედეგადაც EOS დამოუკიდებელი გახდება და ERC-20 სტანდარტებთან აღარ იქნება სინქრონიზირებული. ასე რომ, სანამ ეს მოხდება, უმჯობესია ფრთხილად იყო და იმოქმედო ისე, როგორც ამას EOS გირჩევს. ამჟამად, არსებობს ბირჟების სია, რომლებიც მხარს უჭერენ ახალ EOS მონეტას. ეს კარგია, თუმცა ყველაზე მეტად უსაფრთხო იქნება თუ შეინახავ მონეტას თავად ბლოკჩეინზე plugins მეშვეობით, როგორიცაა MEW. ამის შემდეგ ყველაფერი მარტივადაა, უბრალოდ უნდა მოძებნო Binance-ზე EOS-ის დეპოზიტის მისამართი და გადაადგილო შენი EOS მონეტები MEW-დან ამ კონკრეტული Binance/BitFinex მისამართზე. ეს ძალიან მარტივი და არსებობს უამრავი ინსტრუქცია ინტერნეტში, რომელიც დაგეხმარება.


ბოლო დროინდელი ფასების განვითარება ამტკიცებს იმას,რომ რომ EOS ხშირად იწვევს ბაზრის აღორძინებას. ბაზარზე არსებული ზეწოლის მიუხედავად, ის კარგად უმკლავდება სიტუაციას. 2 ივნისამდე ის უკვე მთავარ ქსელშიც ჩაეშვება. სატესტო EOS  $ 32 იქნება თუ არა დამოკიდებულია მონაწილეობაზე და ამაზე დარწმუნებული ვართ. ფასები ჯერჯერობით $ 13-სკენ ინაცვლებს, რაც სიძლიერის ნიშანია და უნდა აირჩიო EOS ან EOS ATHs პირველ სამიზნედ, რათა $ 22-მდე ავიდეს ფასი.


Litecoin (LTC) ფასის ანალიზი


Litecoin Foundation დიდ ძალისხმევას იჩენს,რაც კარგად მოქმედებს მასზე. საკმაოდ წარმატებული სოციალური მედია კამპანიის შემდეგ, საყურადღებოა, გარკვეული შედეგები. ერთ-ერთი მათგანია iPayment INC, რომელმაც ამიერიდან Aliant Payment-ით უნდა განახორციელოს გადახდები. Aliant მესამე მხარეა, რომელიც მუშაობს სავაჭრო ობიექტებთან, რათა ხელი შეუწყოს  ოპერაციების შეუფერხებლივ წარმოებას.

წინა კვირიდან მოყოლებული ლაითკოინის ფასმა 135 დოლარიდან 121 დოლარამდე განიცადა ვარდნა. მოსალოდნელია,რომ  ტენდენცია ისევ გაგრძელდეს  ქვემოთ - 110 დოლარამდე და გასაყიდ სამიზნე $ 90 იქნება.


Stellar Lumens (XLM) ფასის ანალიზი


მიუხედავად გამყიდველების ჩართულობისა, მათ არ აქვთ Stellar Lumens-ის ფასებზე დიდი ზეგავლენა. მყიდველები დაბალ ფასებზე უარს ამბობენ, მაგრამ მაინც ქვემოთ  მიერმართება 23 მაისს. შესაძლებელია ვიხილოთ სცენარი, სადაც გამყიდველები დაახლოებით 30 ცენტის ფარგლებში შემცირების საშუალებას გამონახავენ. თუმცა, თუ Stellar Lumens-მა 30 ან 35 ცენტზე მაღლა შეძლო გამყარება და თან  მოცულობამაც საშუალოზე მეტად განიცადა ზრდა, მაშინ უნდა იყიდო.


Tron (TRX) ფასების ანალიზი


EOS-ის მსგავსად, Tron არის ERC-20 მონეტა, რომელიც შეესაბამება ეთერიუმის სტანდარტებს. ახლა, როდესაც ისინი ეთერიუმის DApp დეველოპერებს აძლევენ საშუალებას, ადვილად გადაერთონ ეთერიუმის EVM-დან, TRX მფლობელებს არაფერი აქვთ სანერვიულო.

ეს გადართვა, TRX მონეტაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს, თუმცა, 2018 წლის 25 ივნისს, როდესაც ისინი ოფიციალურად გამოეყოფიან ეთერიუმს და საკუთარი მონეტას შექმნიან, მაშინ მოხდება ცვლილებები. ჩვენი რჩევაა,რომ შენი მონეტები გამოყო ვებიდან, ბირჟიდან ან მყარი საფულედან და გადაანაცვლო საიმედო ბირჟებზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ 2018 წლის 20 ივნისამდე მონეტას მხარს დაუჭერენ.

ამჟამად ჩვენ TRX-ის ფასების მიმართ მხარდაჭერას ვხედავთ. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ფასები 6,5 ცენტის ქვემოთ ჩამოვა და შესაძლოა ნახონ მხარდაჭერა ქვედა ზღვარზე 23 მაისის გაუფასურების შემდეგ.

25 მაისს გაეშვა Tron Virtual Machine, რამაც დადებითი განწყობა შექმნა მონეტის გაშემო და ფასმაც 7.2 ცენტადე აიწია. სანამ დროა, უმჯობესია ეს შანსი გამოიყენო და ისარგებლო შექმნილი პოზიტიური სიტუციით. თუ ფასი 7.5 ცენტის ზღვარს ასცდა, მაშინ იყიდე Tron  და მიზნად დაისახე 10 ცენტი.


IOTA (IOT) ფასების ანალიზი


უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში IOTA-ს ფასმა 5 პროცენტით აიწია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამყიდველებმა უნდა დატოვონ ეს გარიგება. ეს არაფერს ნიშნავს, თუ არ არსებობს რაიმე დასტური და მინიმუმი მხარდაჭერის დონე (support line) $ 1.5-ს ზემოთ ძირითადი პოზიციის შესანარჩუნებლად.  IOTA-ს შემთხვევაში უკეთესი მდგომარეობა უნდა იყოს, სანამ განვსაჯით რადენად ძლიერადაა ან სუსტადაა მისი პოზიცია.



წყარო: https://www.newsbtc.com

bottom of page