top of page

კრიპტოვალუტებზე გადასახადებს აუქმებენ


პოლონეთის ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა. კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დაბეგვრა დროებით შეჩერებულია, რადგანაც ხელისუფლებამ გააცნობიერა, რამდენად არარაციონალური იყო საგადასახადო კანონმდებლობა.


პოლონეთის ფინანსტა სამინისტრო ემზადება სიღრმისეული ანალიზისთვის და კრიპტოვალუტების რეგულირებისთვის. სანამ სამინისტრო რეგულირების მექანიზმებს შეიმუშავებს, დროებით კრიპტოვალუტების რეგულირება არ მოხდება.


პოლონეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, პაველ გრუზამ ბიზნეს ინსაიდერს განუცხადა, რომ პოლონეთის ფინანსთა სამინისტრო არ ეთანხმება არსებულ რეგულაციებს და დროებით შეჩერებულია რეგულაციები, სანამ მთავრობა შეთანხმებას არ მიაღწევს.


ის შეეხო 30 აპრილს მიღებულ საკამათო გადაწყვეტილებას. მანამდე, ფინანსთა მინისტრმა გამოსცა გადაწყვეტილება, რომლითაც სთხოვდა პოლონეთის მოქალაქეებს, რომ ეცნობებინათ საგადასახადოსთვის  კრიპტო ბირჟებზე თავიანთ მიერ მოპოვებული მოგების შესახებ, რადგანაც ისინი უნდა იბეგრებოდნენ ამჟამინდელი რეგულაციით.


განცხადებაში ნათქვამია, რომ კრიპტო ვალუტების შესყიდვის ან გაყიდვის დროს საკუთრების უფლება გადაეცემა ერთიდან მეორეს და ამიტომ ის უნდა დაიბეგროს მიუხედავად მოგებისა თუ დანაკარგისა.


ფინანსთა სამინისტრო მხედველობაში იღებს იმას, რომ ორგანიზაციას, რომელიც ვაჭრობს კრიპტოვალუტებით, შესაძლოა მოუწიოს ისეთი თანხის გადახდა, რომელიც აჭარბებს თავდაპირველი ინვესტიციის რაოდენობას, რადგან ისინი უამრავ ტრანზაქციას ახორციელებენ. ამის გათვალისწინებით, ახალი რეფორმირებული საგადასახადო რეგულაციები 15 ივნისს შევა ძალაში.


ონლაინ პეტიცია, აქცია ფინანსთა სამინისტროს წინ და სხვა ბევრი პროტესტი მას შემდეგ რაც საგადასახადო რეფორმა შეიქმნა  პოლონეთში კრიპტოვალუტების ბაზრის ზრდის შეფერხებისთვის. სამინისტრომ გადაწყვეტილება ამ პროტესტის შემდეგ მიიღო. როდესაც  მომიტინგეებს შეხვდა, პაველ გრუზამ გამოაცხადა, რომ PCC დაბეგვრა გაუქმდება. მაგრამ მათ, ვისაც უკვე აქვთ გადახდილი გადასახადები, თანხა უკან არ დაუბრუნდებათ.


წყარო: https://ambcrypto.com

bottom of page