top of page

ჩინეთის სამინისტროს მოლოდინები ბლოკჩეინზე


როგორც ჩინეთის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის სამინისტრო იუწყება, გასულ წელს, ჩინეთის ბლოკჩეინ ინდუსტრიის ზრდის შემდეგ, ფიქრობენ, რომ  2018 წელი მეორე ბლოკბასტერ წელი იქნება ინდუსტრიისთვის ამ სფეროში ჩადებული რეკორდული რაოდენობის კაპიტალით.


20 მაისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში სამინისტრომ განაცხადა, რომ 249 ინვესტიცია განხორციელდა ბლოკჩეინ კომპანიებში ჩინეთში. 60 დაფინანსება განხორციელდა 2016 წელს - წინა წელთან შედარებით 5-ჯერ მეტი - ხოლო 2017 წელს განსაკუთრებით დიდი ზრდა დაფიქსირდა - თითქმის 100 ინვესტიცია. 2018 წელი წარმატებით დაიწყო, მხოლოდ პირველ სამ თვეში 68 ინვესტიცია დარეგისტრირდა, რაც სწრაფი ზრდის ინდიკატორია.


2018 წლის მარტის დასასრულისთვის ჩინეთი 256 ჩინური ბლოკჩეინის კომპანიას მასპინძლობდა - 2016 წლის კომპანიების რაოდენობასთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტს (2016-ში 256 კომპანია იყო). ახლად დამატებული ბლოკჩეინ კომპანიების რიცხვი იზრდება - 2014 წელს ეს რიცხვი 45 იყო, 2016 წლისთვის კი მათი რაოდენობა 136-მდე გაიზარდა, ხოლო 2017 წლისთვის - 178-მდე.


მოხსენებაში წერია, რომ  “ინდუსტრია სწრაფად ვითარდება მეტი და მეტი ახალი დამწყები მეწარმეების და ბაზარზე შემოსული კაპიტალის დახმარებით”.


ჩინეთის ბლოკჩეინ კომპანიების უმეტესობა (295 კომპანია) ფოკუსირდება ბლოკჩეინ აპლიკაციებზე, რომელთაც ნამდვილ ეკონომიკურ სექტორში არსებული აპლიკაციები მოყვება (109 კომპანია) და საბოლოოდ ფინანსური სერვისები (86 კომპანია). ჩინური ბლოკჩეინ კომპანიების 80% მდებარეობს ბეიჯინგში, შანხაიში, გუანგდონგში და ჟეჯიანგში.


ჩინეთის ბლოკჩეინ სტარტაპ ინდუსტრიების აყვავების პარალელურად, თვითონ ქვეყნის ტექნოლოგიის გიგანტები იტაცებენ ბლოკჩეინის განვითარებას, მოხსენების თანახმად.Tencent’s TrustSQL ქმნის სამეწარმეო დონის ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურულ სერვის-პლატფორმას. ამასობაში, Alibaba ბლოკჩეინს უკავშირებს  არაკომერციულ ორგანიზაციებს, პროდუქტის მონიტორინგს უნარს, სახლის ქირას და დაზღვევას. Baidu პარტნიორებთან ერთად უშვებს ჩინეთის პირველ ბლოკჩეინით განმტკიცებულ და უზრუნველყოფილ უსაფრთხოების პროექტს და ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ABS exchange-ს. JD.com ბლოკჩეინს იყენებს ჩინეთის მოსამარაგებლად და პროდუქტის ავთენტურობისთვის.


მოხსენების გამოშვებას რამდენიმე დღით უსწრებდა სამინისტროს მიერ მისი თვიური შეფასების ინდექსი 28 კრიპტოვალუტისა და მათ უკან არსებული ბლოკჩეინ პლატფორმის შესახებ. ეთერიუმი იყო პირველი კრიპტოვალუტა მაშინ, როცა ბიტკოინი მე-13 ადგილზე მოხვდა.


შეფასების რეჟიმი ჩინეთის მიერ ბლოკჩეინის ეროვნული სტანდარტების დაწესებას მოყვა. ბეიჯინგმა განაცხადა, რომ 2019 წლისთვის მითითებები მზად იქნება და დაფარავს ძირითად თემებს, ბიზნეს აპლიკაციას და უსაფრთხოებას.


ჩინეთმა აკრძალა მონეტების პირველადი შეთავაზება (ICO), დახურა შიდა გაცვლები და დაბლოკა ყველა ვებ გვერდი, რომელიც დაკავშირებული იყო კრიპტოვალუტით ვაჭრობასთან ან მონეტების პირველად შეთავაზებასთან, მათ შორის უცხოური პლატფორმებიც.  ზეწოლის მიუხედავად, ჩინეთმა აღიარა, რომ ბლოკჩეინი არის ზრდის მთავარი გასაღები და ის ტექნოლოგიაში ინვესტირებას წაახალისებს.


აპრილში ჰანგჟოუს მთავრობამ (ჰანგჟუო არის  ჩინეთის ელექტრო კომერციის გიგანტის Alibaba-ს მშობლიური ქალაქი) განაცხადა, რომ 10 მილიარდ იენს ($1.6 მილიარდი) ჩადებდა ინვესტიციის სახით ბლოკჩეინ პროექტების მხარდასაჭერად.


წყარო: https://coinjournal.net

bottom of page