top of page

Cardano-ს ფასის ზრდა


ბოლო დროს, კრიპტობაზარი მსხვილი მოთამაშეების გადაწყვეტილებების „მსხვერპლი“გახდა. მსგავსი რყევები გაცილებით რთულს ხდის ბაზრის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრას. სწორედ ამ „დიდი მოთამაშეების“ შედეგია ბიტკოინის ფასში ცვლილებები ბოლო 7 დღის მანძილზე.




ფასის სწრაფი ვარდნები და მატებები მარტივი შესამჩნევია. მაშინ, როცა ბიტკოინის ფასი თითქმის $7,000-ს ჩამოსცდა, დიდმა მოთამაშეებმა იხსნეს ის და დაიწყეს ყიდვა. შედეგად, სტატიის წერის მომენტში, მონეტების უმეტესობა გამწვანებულია. ორი მათგანი კი განსაკუთრებით - IOTA და Cardano.


Cardano ADA/USD


ADA იყო ერთ-ერთი, რომლის ფასიც ყველაზე სწრაფად გამოსწორდა. ბოლო 24 საათში მისი ღირებულება 15,6%-ით გაიზარდა. მისი ყიდვა ახლა $0,208-ად შეგიძლიათ.




ADA-ს ფასი ბოლო დღეებში დავარდა აპრილის თვის მინიმუმამდე, როცა მას დიდი ვარდნის შემდეგ რეაბილიტაცია უჭირდა. თუ უახლოესი დღეების მანძილზე ADA-ს ფასი $0,20-ზე მაღლა შენარჩუნდება, მეტი შანსია, უფრო პოზიტიური ტალღა დაიწყოს.


Cardano და მისი CEO მაღლა მიიწევენ


Cardano-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჩარლზ ჰოსკინსონის თქმით, მისი მონეტა 1 წელიწადში ბიტკოინსა და ეთერიუმს გადაასწრებს. ჰოსკინსონმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ADA-მ მეშვიდე პოზიციას მიაღწია.


თუ დააკვირდებით კრიპტობაზარს, ყველა კრიპტოვალუტაში ერთ საერთოს შეამჩნევთ: მომავალი შეცვალონ უკეთესობისკენ და იყვნენ მომხმარებელზე ორიენტირებულები. სწორედ ამიტომ, ბიტკოინი, მისი ცნობადობის მიუხედავად, ვერ ახერხებს საკუთარი მთავარი მიზნის შესრულებას.


bottom of page