უნივერსიტეტებმა ბიტკოინში ინვესტირება დაიწყეს
Capital Fund Law Group-ის დამფუძნებლის, ჯონ ლორეს მიხედვით, აკადემიურმა ინსტიტუტებმა და უნივერსიტეტებმა დაიწყეს კრიპტოვალუტის ბაზარზე შესვლა ისეთი კრიპტოვალუტების აღიარებით, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი.
„ჩვენ ვხედავთ რამდენიმე აკადემიურ ინსტიტუტს, რომლებიც სტრატეგიული მიზეზების გამო ერთვებიან ბლოკჩეინ ინდუსტრიაში. მე არ შემიძლია მათი სახელები გავთქვა, მაგრამ ჩვენ გვყავს ხალხი - ძირითადად, აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომლებმაც საკმაოდ მოკრძალებულად დაიწყეს ინვესტიციების განხორციელება ამ სივრცეში“, - განაცხადა ლორემ Business Insider-თან ინტერვიუში.
რეალური ინსტიტუციური ათვისება
ინსტიტუციონალური ინვესტორი წარმოადგენს ერთეულს, რომელიც სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ფონდებს ინახავს თანხების, ფასიანი ქაღალდების და აქტივების შესაძენად. ინსტიტუციონალურ ინვესტორებად განიხილებიან ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ჰეჯ ფონდები და ურთიერთდახმარების ფონდები.
იმისთვის,რომ აკადემიურმა ინსტიტუტებმა კაპიტალის დიდი რაოდენობა კრიპტოვალუტის ბაზარში ჩადონ, სათანადო გადაწყვეტილებების ქონა აუცილებელია, როგორც კრიპტოვალუტის ჰეჯ ფონდის, Blocktower-ის დამფუძნებელმა, არი პოლმა განაცხადა:
„ინსტიტუციონალურმა ფულმა კრიპტოვალუტის სფეროში 2017 წლის შუა რიცხვებში დაიწყო შესვლა, მაგრამ ეს უფრო ნელი პროცესი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი (მათ შორის მეც) მოელოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე არ მოხდება. ბევრი მომენტი საჭიროებს მოგვარებას, მნიშვნელოვანი ნაწილია მესამე მხარის სასამართლო. სასამართლო არ არის ორობითი. ეს არ ნიშნავს, რომ Coinbase-ის სასამართლო დაიწყება და მოულოდნელად ყველა პენსია მოისვრის $ 100 მილიარდს BTC-ში. სასამართლო გადაწყვეტილებების სანდოობის მოპოვებას დრო სჭირდება. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ წლის სექტემბრისთვის მყარი მესამე მხარის სასამართლო გვექნება“.
ლორემაც მსგავსი გამოხმაურება გააკეთა, როცა განაცხადა,რომ კრიპტოვალუტის ბაზარზე შემოსული ინვესტიციების უმრავლესობა მაღალშემოსავლიანი ინდივიდებისა და ოჯახური ოფისებისგან იყო მიღებული და არა ინსტიტუციონალური ინვესტორებისგან, თუმცა მან ასეცე ხაზი გაუსვა, რომ რამდენიმე ინსტიტუციონალური ინვესტორი აქტიურადაა ჩართული კრიპტოვალუტის ბაზარში და როგორც კი პოტენციური მარეგულირებელი კონფლიქტები მოგვარდება, ინსტიტუტები დაიწყებენ ბაზარზე ინვესტირებას.
თუმცა, ლორემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტების შეწირულობის ფონდებმა უკვე დაიწყეს კრიპტოვალუტის ბაზარზე მოკრძალებული რაოდენობით ინვესტიციების განხორციელება და მზარდი ინტერესი ბაზრის მიმართ ფულადი შეწირულობებით აჩვენებს კრიპტოვალუტის ძლიერ პოტენციალს გრძელვადიან პერიოდში.
კრიპტოს მიმართ უნივერსიტეტის შეწირულობის ინტერესის მნიშვნელობა
უნივერსიტეტის შეწირულობა ხშირად მართავს მრავალ მილიარდ დოლარს და მისი პრიორიტეტია უსაფრთხო აქტივებში ინვესტირება გრძელვადიან პერიოდში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
აკადემიური ინსტიტუტების მზარდი მოთხოვნა კრიპტოვალუტის მიმართ მიანიშნებს იმაზე, რომ ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა მისი აღიარება დაიწყეს, როგორც სტაბილური აქტივების კლასის, რომელიც, საბოლოოდ, კონკურენციას გაუწევს ტრადიციულ აქტივებს.
წყარო: https://www.ccn.com