top of page

BESTMIXER.IO: 100%-ით ანონიმური კრიპტო ტრანზაქციები


BestMixer.io არის ბიტკოინის სერვისი, რომელიც პირველად გვთავაზობს კრიპტო ტრანზაქციების 100%-იან დაცულობას, პირადულობას და ანონიმურობას, რაც განპირობებულია მისი უნიკალური მახასიათებლებით. ქვემოთ მოცემულია ვიდეო, რომელიც აღწერს ამ პროცესს.


ახლა მსოფლიოში უკვე მიღებული აზრია, რომ კრიპტოვალუტები დარჩენას აპირებენ. ისინი წარმოადგენენ ძალას, რომელიც უზრუნველყოფს დიდ სარგებებელს სანდო მესამე პარტიების (ბანკები, საფინანსო ინსტიტუციები) დესინტერმედიაციის (სამეწარმეო-გასაღებით ჯაჭვიდან შუამავლების გამორიცხვა, ანუ მყიდველების მიერ პროდუქციის პირდაპირი რეალიზაცია და არა საბითუმო და საცალო გადამყიდველების მეშვეობით) გზით. თუმცა, მასების აღიარების მოსაპოვებლად, სავალდებულო პრერეკვიზიტმა უნდა უზრუნველყოს ტრანზაქციის დაცულობისა და ანონიმურობის უმაღლესი დონე ყოველი მომხმარებლისთვის.


BestMixer ხელს უწყობს ანონიმურობას და გვთავაზობს მიტკოინის შერევასა და სწრაფად tumbling სერვისს მიმდინარე ტარიფში, რათა მომხმარებლებისთვის უზრუნველყოს მინიმალური გადასახადი ნებისმიერ დროს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოთამაშეებიც არსებობდნენ ბაზარზე BestMixer-ის გამოჩენამდე, არც ერთს არ გამოუვიდა სრული ანონიმურობის უზრუნველყოფა ისე, როგორც ამას BestMixer აკეთებს. BitMixer-იც კი, ყველაზე ცნობილი, მაგრამ ახლა უკვე ბიზნესიდან გასული სერვისი, იმისთვის იყო შექმნილი, რომ ჰქონოდა რამდენიმე ტიპის დაცვის აღქმადობა.


BestMixer-ის სხვა განმასხვავებელი თვისება არის ის, რომ ის არა მარტო Bitcoin Mixer-ად მუშაობს, არამედ, ასევე, Litecoin Mixer, Ethereum Mixer და Bitcoin Cash Mixer. ეს მას კიდევ უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს მას სხვა მსგავს სერვისებთან შედარებით.


BestMixer-ი ბაზარზე შემოვიდა ლოზუნგით „თქვენი ანონიმურობის დაცვა ჩვენი ვალდებულებაა“, რაც ზედგამოჭრილი იყო იმ დროისთვის. უფრო მეტიც, BestMixer-ი TOR-მეგობრულია და მომხმარებლების ისტორია ბიტკოინების მიქსიდან 24 საათში ქრება. ეს შემრევი და სწრაფად tumbling სერვისი მუშაობს თქვენი მონეტების სხვა მომხმარებლების მონეტებთან შერევით ისე, რომ თქვენი მონეტები ეგზავნება სხვას და იგივე რაოდენობის მისი მონეტები - თქვენ. ამ მიდგომის მეშვეობით, კავშირი თქვენს ძველსა და ახალ მისამართს შორის შეიძლება დაირღვეს და ეს თავიდან გარიდებთ ჰაკერების, კიბერ კრიმინალების და მჩაგვრელი რეჟიმების მიერ თქვენი ტრანზაქციის ისტორიაზე მალულად თვალის დევნებას.


BestMixer-ის ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი ძლიერი მხარე არის ის, რომ უბრალოდ სტატიკური პროდუქტით გამოსვლის ნაცვლად, გუნდმა იმუშავა მუდმივად განვითარებად პროდუქტზე, რათა დარწმუნებულიყო, რომ BestMixer მუდმივად საუკეთესო არჩევანი ყოფილიყო კრიპტოვალუტის ბაზარზე.


წყარო: http://bitcoinist.com

bottom of page