top of page

როგორ უნდა აარჩიო GPU ეთერიუმის მაინინგისთვის?


ეთერიუმით მაინინგი სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი - შეგიძლია შეიძინო ქლაუდ კონტრაქტი და სხვას გააკეთებინო მძიმე სამუშაო, ან შეგიძლია შეიძინო საკუთარი GPU ან ვიდეო ბარათი და ყველაფერს თავად მიხედო. თუმცა, შენი ბარათის ეფექტურობა შეიძლება ცვალებადი იყოს და ერთის არჩევა საკმაოდ რთულია. CryptoCompare ამ პროცესის გასამარტივებლად გვთავაზობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი GPU ახორციელებს მაინინგს ყველაზე უკეთ და იაფად.


თითოეული ვიდეო ბარათი ოდნავ განსხვავებულად ახორციელებს მაინინგს იმის მიხედვით, თუ როგორაა იგი დამზადებული. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მუშაობს თითოეული GPU ETHASH ალგორითმზე, რომელიც ეთერიუმის სამუშაოს შესრულების მტკიცებულების (Proof of Work) მთავარი გასაღებია. ასევე, ისინი სხვადასხვა რაოდენობით ენერგიას იყენებენ.


ამის გასამარტივებლად, CryptoCompare-მა ეთერიუმის რამოდენიმე მაინინგ GPU შეარჩია და მათი საშუალო სტატისტიკა და გაზომვები აიღო სავალუტო კურსებიდან და მაინინგ ქსელის მონაცემებიდან. ეს საშუალებას იძლევა, საკვანძო მონაცემები მივიღოთ იმის შესახებ, თუ რამდენად კარგია ვიდეო ბარათი. მაგალითად, რამდენ დღეში შეძლებ თანხის ამოღებას და რამდენ ეთერს დაიბრუნებ წელიწადში. აქ ასევე ნაჩვენებია მეორადი ვიდეო ბარათები, რომლებიც ზოგადად უფრო იაფია და უკეთესი უკუგება აქვთ ფასზე.


მას შემდეგ, რაც შენს GPU-ს ბიუჯეტზე, მაინინგის ეფექტურობაზე ან უბრალოდ ყველაზე დიდი რაოდენობის მეგა ჰაშზე დაყრდნობით აარჩევ, შეგიძლია ნახო უკუგების ინფორმაცია. აქ ნაჩვენებია, თუ რამდენად აღემატება ყოველდღიური უკუგება GPU-ს ქონის ხარჯს და ასევე ისიც, თუ რამდენის გამომუშავება შეგიძლია წელიწადში სტაბილური ქსელის ჰაშ და გაცვლითი კურსზე დაყრდნობით.


თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეთერიუმი შეიძლება სამუშაოს შესრულების მტკიცებულებიდან წილის მტკიცებულებაზე გადავიდეს და არავინ იცის როდის, რადგან ეს დეველოპერების საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ასევე, გაითვალისწინე, რომ GPU ან ვიდეო ბარათი, რომელსაც ეთერიუმის მაინინგისთვის აირჩევ, უნდა შეესაბამებოდეს შენს კომპიუტერს ან შეიძლება სპეციალური კომპიუტერის აშენება დაგჭირდეს, რაც დამოკიდებული იქნება ბევრ სხვა ფაქტორზეც, როგორიცაა - აქვს თუ არა კომპიუტერს საკმარისი ძალა ვიდეო ბარათის დასამატებლად ან კომპიუტერის დედაბარათს თუ აქვს სწორი სლოტი ბარათის მისაღებად. ასე რომ, ფრთხილად იყავი - ეს რიცხვები მხოლოდ მცირე წარმოდგენას გაძლევს იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლია ვიდეო ბარათს - შენ აუცილებლად თავადაც უნდა ჩაატარო გარკვეული კვლევები.


bottom of page