top of page

ბლოკჩეინზე უკვე რელიგიაცაა დაფუძნებული


ოდესმე გისაუბრია კრიპტოვალუტის მოყვარულთან და გიფიქრია, ახალ კულტში ხომ არაა გაერთიანებული? შესაძლოა, მართლაც არის, რადგან ახლა უკვე რელიგია არსებობს, რომელიც დაშენებულია ეთერიუმის ბლოკჩეინზე.


მისი დამფუძნებელი, მეტ ლისტონი, Augur-ის, ბლოკჩეინით მხარდაჭერილი პროგნოზირების პლატფორმის, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. ლისტონმა გასულ კვირას თავისი ყოფილი დამსაქმებლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 152 მილიონი დოლარის ღირებულებით.


ლისტონმა თავისი ბლოკჩეინ რელიგია, რომელსაც მან 0xΩ ("Zero ex omega ") უწოდა, 19 მაისს ნიუ-იორკში New Museum-ის ღონისძიების დროს წარადგინა. მან დოკუმენტის 40 ბეჭდური ასლი გაავრცელა, რომელსაც 0xΩ-ის „ცეცხლის ქაღალდი“ უწოდა მსგავსად რელიგიაში არსებული "წმინდა წიგნისა", სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ სურს ლისტონს, რომ 0xΩ-მა იფუნქციონიროს.


„ესაა რელიგიური სტრუქტურა, რომელიც რწმენის პრინციპების უფრო სწრაფად განახლებასა და ასევე წევრობასა და კონვერგენციებს შორის ურთიერთობის დემოკრატიზაციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ლისტონმა 19 მაისს.


ფუნდამენტური იდეა მდგომარეობს შემდეგში: ბლოკჩეინს შეუძლია აღმოფხვრას იმის საჭიროება, რომ რწმენას მმართველი ძალაუფლება ჰყავდეს. ბევრ დღევანდელ ძირითად რელიგიაში ზედა წარმომადგენლობის (პაპი, დალაი ლამა, მთავარი რაბი) რწმენა და გადაწყვეტილებები გადაეცემა დანარჩენ მორწმუნეებს. საშუალო მიმდევარი ძალიან მცირე გავლენას ახდენს რელიგიის ძირითად შეხედულებებზე.


0xΩ-ს შეუძლია განსხვავებულად იმუშაოს, რადგან მომხმარებლებს შეეძლებათ აზრის გამოთქმა. მიმდევრებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ბლოკჩეინის რელიგიური ტექსტების რაიმე ნაწილის შეცვლა (ცეცხლის ქაღალდით დაწყებული), ან შემოწირულობების გამოყენება გარკვეული საქველმოქმედო მიზნებისთვის. იმის დასამტკიცებლად, რომ ფონდები რეალურ სამყაროში მატერიალიზდებიან, ავერი სინგერმა, არტისტმა და 0xΩ-ის მხარდამჭერმა, 19 მაისის ღონისძიებაზე "Dogewhal"-ის ქანდაკება წარმოადგინა იმის საჩვენებლად, რომ მომავალი ხმების შედეგად ასეთი ნიმუშების შექმნას შეუწყობენ ხელს.


იმის გამო, რომ ბლოკჩეინი განაწილებული ქსელია და მისი გატეხვა რთულია, ის იდეალური პლატფორმაა ამ საკითხზე აზრების დასაფიქსირებლად, ან სხვა მომხმარებლებისთვის ხმის მისაცემად მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებისთვის.


თუ მიმდევრებმა ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ 0xΩ-მა შეიძლება „მყარი ორკაპი“ გამოიყენოს ორი რელიგიის ჩამოსაყალიბებლად.


„ამ რელიგიაში მონაწილე ადამიანებს არსებითად მუდმივად შეუძლიათ ხმის მიცემის შედეგად მისი სტრუქტურისა და ბუნების შეცვლა“, - განაცხადა ავერი სინგერმა, არტისტმა და 0xΩ-ის მხარდამჭერმა.


მიუხედავად იმისა, რომ ლისტონი აარსებს რელიგიას, ის აშკარად არ მიიჩნევს საკუთარ თავს პაპად. სინგერმა მას Cryptsiah და Cryptophet უწოდა. როგორც Forbes იტყობინება, ტიტულები ლისტონმა აშკარად უარყო.


ლისტონი მიიჩნევს, რომ არსებულმა რელიგიებმაც შეიძლება მიიღონ სარგებელი ბლოკჩეინისგან. მათ შეუძლიათ მიმდევარებისგან მიიღონ შეფასება საკუთარი წმინდა სამუშაოების ან შემოწირულობის ხარჯების შესახებ. კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანები უფრო მეტ ქველმოქმედებას ჩადიან, როდესაც იციან, თუ სად მიდის მათი ფული, ამიტომ ამ განცდის გაძლიერებამ შეიძლება მართლაც გაზარდოს მორწმუნეების შემოწირულობა.


ლისტონი აცხადებს, რომ ფინანსურად არანაირ სარგებელს მიიღებს 0xΩ-სგან. სწორედ მაშინ გავარკვევთ, აქვს თუ არა ამ ბლოკჩეინის რელიგიას ის, რაც მართლაა საჭირო წარმატების მისაღწევად: მიმდევრები.


წყარო: https://futurism.com

bottom of page