top of page

დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟა ჰაკერების მსხვერპლი გახდა


ერთ-ერთ განცხადებაში ბანკორმა, დეცენტრალიზებულმა კრიპტო ბირჟამ, გამოამჟღავნა, რომ 24,984 ETH-ის (დაახლოებით $ 12 მილიონი), 1 მილიონი დოლარის ღირებულების NPXS-ისა და $ 10 მილიონი BNT-ის ოდენობის დანაკარგი ნახა.


ტვიტში ბანკორმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოებაში დარღვევა გამოავლინა და საკითხს გამოიძიებს. ის დარწმუნდა იმაში, რომ არცერთი მომხმარებლის საფულე არ წავა კომპრომისზე და ცოტახანში უფრო დეტალურ მოხსენებასაც გამოსცემს.


ჰაკი დაახლოებით 00:00 UTC-ზე დაფიქსირდა, როდესაც საფულემ ზოგიერთი გონიერი კონტრაქტის განახლება გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს გამოიტანეს ეთერიუმი და ERC-20 მონეტები, NPXS და BNT.


მას შემდეგ მოპარული BNT გაყინულია მექანიზმის საშუალებით, რომელიც ბანკორის პროტოკოლშია ჩაშენებული. ბანკორმა განაცხადა, რომ ეს მექანიზმი „ექსტრემალურ სიტუაციებში გამოიყენება უსაფრთხოების დარღვევის აღსადგენად, რაც მას საშუალებას აძლევს ქურდი შეაჩეროს, სანამ მოპარული მონეტებით გაქცევას შეძლებს.“


ბანკორმა განაცხადა, რომ ისინი ახლა „უამრავ კრიპტოვალუტის ბირჟასთან ერთად მუშაობენ მოპარულ ფონდებზე თვალყურის სადევნებლად, რათა ქურდებს მათი განაღდება გაუჭირდეთ“.


ბირჟა ამჟამად დახურულია. Cointelegraph-ის განცხადებაში Changley-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კონსტანტინ გლადიჩმა განაცხადა, რომ მოპარული თანხის ნაწილი Changley-ის მეშვეობით გაყიდეს.


ბანკორმა 2017 წლის ივლისში რამდენიმე საათის განმავლობაში $ 153 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო, რაც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ICO-დ ითვლება.


Bancor მონეტამ (BNT) გუშინდელიდან მოყოლებული ფასის ვარდნა $ 3.15-დან $ 2.31-მდე განიცადა.


წყარო: https://www.ccn.com

bottom of page