top of page

გამოკითხვა: რომელს ანიჭებენ ინვესტორები უპირატესობას, ბიტკოინს თუ ეთერიუმს?


აშშ-ის საკანონონმდებლო ფირმის, Foley & Lardner LLP-ის, გამოკვლევის თანახმად, ინვესტორები და აღმასრულებელი ორგანოები ბიტკოინსა და სხვა წამყვან მონეტებზე (მონერო, დაში და ზქეში) მაღლა ეთერიუმს აყენებენ. ამავე დროს, კრიპტო ბაზარზე მეტი რეგულაციების შემოღების მოლოდინიცაა და სურვილიც.


კვლევა: Foley & Lardner


გამოკვლევა, რომელიც 60 პროფესიონალის მიერ ჩატარდა, რომელთა უმრავლესობა ინვესტორი ან ბიზნესმენია, შეიცავდა რეგულაციებთან, ინვესტირებასთან, პირველადი მონეტების შეთავაზებასთან (ICO), წარუმატებლობასთან და ბაზრის კაპიტალიზაციასთან დაკავშირებულ კითხვებს იმისთვის, რომ შეექმნათ მნიშვნელოვანი სტატისტიკები, რომლებზეც შემდგომში დაინტერესებული პირები გაამახვილებდნენ ყურადღებას.


კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ში რესპონდენტების უმრავლესობას მეტად რეგულირებადი ინდუსტრია სურს, რადგან არ არსებობს ზუსტი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შემოიღონ არსებული ფინანსური რეგულაციები ციფრულ სავაჭრო ბაზარზე.


საუკეთესო მონეტებთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 43%-ს სჯერა, რომ ბიტკოინი საუკეთესო საშუალებაა ყიდვა-გაყიდვისთვის, მაგრამ მხოლოდ 35% მოიაზრებს მას ინვესტირების საუკეთესო შესაძლებლობად. სანამდვილეში, მას ეთერიუმმა აჯობა 3%-ით.


პირველადი მონეტების შეთავაზებასთან დაკავშირებით, Foley & Lander-ის კვლევის გამოკითხულთაგან 84% ფიქრობს, რომ ფანდრაიზინგის მეთოდი რეგულირებადი უნდა იყოს. ამავე დროს, 86%-ის აზრით კრიპტო ინდუსტრიამ უნდა განავითაროს საერთაშორისო რეგულაციური სტანდარტები.


კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კრიპტო ინდუსტრია სხვა რისკების წინაშეც დგას. მაგალითად: ჰაკერები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დაზიანებები ყველაზე გადაუდებელი საფრთხეებია ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობისა და განვითარებისთვის. გამოკითხულთა 71%-მა აღნიშნა, რომ კრიპტო თარლითები ძალიან ძლიერი საფრთხეა.


მომავალთან დაკავშირებით, რესპონდენტების უმრავლესობის, 41%-ის თქმით, ბაზარი მარცხს განიცდის შემდეგი 12 თვის განმავლობაში. 29%-ს სჯერა, რომ ეს შემდეგი 2-5 წლის განმავლობაში მოხდება. გამოკითხულთა თითქმის 60% მერყევ ბაზარზე მოგების მიღების მიზნით მზადაა რისკებზე წასასვლელად.


Allison Charney - პარტნიორი და წევრი Foley & Lardner’s Blockchain Task Force-ის, კვლევაში ამბობს:


„აშშ-სკრიპტოვალუტებთან დაკავშირებული თაღლითობების საწინააღმდეგო ძლიერი და გრძელვადიანი კანონები აქვს, თუმცა განვითარებად სივრცეში შესაძლებელია გაჩნდეს ნაპრალები და საფრთხეები. გასაკვირი არ არის სიყალბესთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ყურადღების გამახვილება, თუმცა ისინი სხვა ფაქტორებსაც იწვევენ, რითიც კრიპტო ინდუსტრიის წევრები რეგულაციებს კარგ მოვლენად განიხილავენ.“


ყურადსაღებია ისიც, რომ კვლევის მონაწილეების აზრით, ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციას სხვა კრიპტოვალუტა გადააჭარბებს, როგორიცაა, მაგალითად, ეთერიუმი. ჯამში 45% ფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როდის მოხდება ეს. 5% თვლის, რომ ეს მომავალი ერთი წლის განმავლობაში მოხდება. 14%-ის აზრით, ეს მოსალოდნელია 1-2 წელიწადში. 18% ფიქრობს, რომ ამას უნდა ველოდოთ 2-5 წელიწადი. 5%-ის აზრით, ეს მინიმუმ 5 წელი არ მოხდება, ხოლოდ 11% ფიქრობს, რომ ეს არასდროს მოხდება.


წყარო: https://www.newsbtc.com


bottom of page