top of page

როგორ შეუძლია კარდანოს ეთერეუმისთვის გადასწრება


დაპლებში მოწინავე პლატფორმით, გონიერი კონტრაქტებითა და პირველადი მონეტების შეთავაზებით, ეთერეუმი დამსახურებულად იკავებს მეორე ადგილს კრიპტო სივრცეში. თუმცა, ბრძოლა პირველობისთვის დღითიდღე რთულდება, რადგან სხვადასხვა მონეტები წარმატებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ. ერთ-ერთი მათგანია კარდანო, რომელიც დიდი ხანია ყურადღების ცენტრში მოექცა, ლიდერთა შორის კი ის ამჟამად მერვე ადგილს იკავებს.


კარდანო და ეთერეუმი


კარდანოს დამფუძნებელმა, ჩარლზ ჰონკინსონმა, მიიღო და დაეთანხმა გუგლის შეთავაზებას იმის თაობზე, რომ წარმოაჩინოს ტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც ორივე კომპანიას გამოადგება. ჰონკინსონი აცხადებს, რომ შეხვედრის დელატები მალე გასაჯაროვდება კრიპტო საზოგადოებისთვის.


@IOHK_Charles წინა თვეში მიიწვიეს გუგლის ლონდონის მთავარ ოფისში კარდანოსა და ზოგადად კრიპტოვალუტების მომავალზე სასაუბროდ. გაეცანით მის ბლოგ პოსტს @InputOutputHK ან გადადით ამ მისამართზე: https://t.co/BsouiOWGf5


-კარდანოს საზოგადოება (@cardanocom) 28 ივნისი, 2018


ეს ერთ-ერთი იმ სიახლეთაგანია, რომელმაც წინა თვეში კარდანოს პოპულარობა განაპირობა. ეთერეუმის მსგავსად, კარდანოც გონიერი კონტრაქტების ქსელია უსაფრთხოებაზე სერიოზული ყურადღებით.


კარდანო საკმაოდ ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში საზოგადოებისა და მთავრობის მიერ სხვადასხვა ფულადი აპლიკაციებისთვის გამოიყენება.


ორშრიანი ქსელის შექმნის შედეგად ბლოკჩეინზე შესაძლებელი იქნება გარკვეული ცვლილებებისა და გაუმჯობესებების განხორციელება ორკაპის (fork) საჭიროების გარეშე (როგორც ეს ბიტკოინისა და ეთერიუმის შემთხვევაში იყო). ეს ორი შრე ცნობილია, როგორც CCL - კარკადოს კომპიუტერის შრე და CSL - კარკადოს შეთანხმების შრე.


კარდანოს საფულეს Daedalus-ი ეწოდება და ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დააშენონ დეცენტრალიზებული აპლიკაციები კრიპტოვალუტის ბლოკჩეინზე. ასე რომ, ის არის ძლიერი, მრავალმხრივი და ამავე დროს უსაფრთხო.


პროგრამის გაუმჯობესებასა და 1.1.0 განახლების გამოშვებასთან ერთად, გუნდმა განაცხადა, რომ მათ დააყენეს სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის საფულესთან.


„Daedalus-ს შეუძლია აღმოაჩინოს, როცა მომხმარებლის მოწყობილობის დრო არაა დასინქრონებული საერთაშორისო დროისთან და ეკრანზე გამოაჩენს შეტყობინებას შეცდომის შესახებ. ამ მახასიათებლის დამატებამდე, როცა დროში სხვაობა 20 წამი ან მეტი იყო, კარდანოს არ შეეძლო ინტერნეტთან დაკავშირება და ბლოკჩეინის გამართვა, რის გამოც ეკრანზე“უკავშირდება ქსელს” შეტყობინება ჩანდა.


Haskel-ზე უფრო უსაფრთხო პროგრამულ ენაზე გადასვლითა და სამუშაოს შესრულების Ouroboros პროტოკოლის ალგორითმის გაშვებით, კარდანოს ბლოკჩეინს ეთერიუმთან შედარებით უფრო უსაფრთხო სისტემა უნდა ჰქონდეს.


ჩარლზ ჰოსკინსოსი, IOHK-ის მთავარი ოფიცერი და კარდანოს განვითარების გუნდის ლიდერი არასდროს უცრუებს იმედს საკუთარ გამომწერებს და რეგულარულად აქვეყნებს სიახლეებს, რომლებსაც სამეცნიერო კვლევის გუნდი ქმნის.


bottom of page