top of page

ბიტკოინის მომავალზე მილიონიან ფსონებს დებენ


იმისმა მიუხედავად, რომ ბიტკოინის ფასი მრავალჯერ შეიცვალა და ახლა მისი უმაღლესი ნიშნულიდან 70%-ით დაბლაა, ერთ მდიდარ ავსტრალიელ სპეკულანტს სჯერა, რომ ვალუტის ფასი უორენ ბაფეტის ბერკშაირ ჰეთევეის გადაასწრებს.


პროფესიონალი მოთამაშე ბიტკოინს ბერკშაირ ჰეთევეის უპირისპირებს


ერთ-ერთი პოპულარული ბუკმეიკერის, ტომ ვოთერჰაუსის, ტვიტის თანახმად, ცნობილმა კრიპტო ექსპერტმა (რომელიც ანონიმურად დარჩენას ამბჯობინებს) დადო წინადადება სანაძლეოზე, რომ 2023 წლისთვის ერთი ბიტკოინის ფასი ბერკშაირ ჰეთევეის ერთი აქციის ფასს გადააჭარბებს. აღნიშნული ექსპერტი მოგების შემთხვევაში 8.5 მილიონ ავსტრალიურ დოლარს ითხოვს.

ამ მომენტისთვის ბიტკოინს ბევრი აქვს გასაკეთებელი ბერკშაირ ჰეთევეის რომ დაეწიოს, რომლის ფასიც 288,481 დოლარია, რაც დაახლოებით 45-ჯერ მეტია ბიტკოინის ფასზე. გავრცელებეული ინფორმაციით ვოთერჰაუსი, რომელიც მთავარ აღმასრულებლად დაწინაურდა William Hill Australia-ში, პოტენციურ მოთამაშეს დაუკავშირდა ამ დიდი სანაძლეოს თაობაზე.


ეს სასწაული სანაძლეო შეიძლება ავსტრალიელთა ენთუზიაზმის სიმბოლო გახდეს, რომელიც დაკავშირებული იქნება ბლოკჩეინთან..


მიზანი შეიძლება საკმაოდ სერიოზული პროვოკაცია იყოს ომაჰაში დაფუძნებული ცნობილი ჰოლდინგ კომპანიის ლიდერების მიმართ. როგორც ჩარლი მანგერის პოზიციები საჯაროდაა ცნობილი ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების, როგორც საშინელი და არასანდო მოვლენის შესახებ. ასევე ცნობილია მათი უცოდინრობა კრიპტოვალუტების უკან მდგომი ტექნოლოგიის - ბლოკჩეინის შესახებ.


ვარაუდები ფასთან დაკავშირებით


რა მიზეზებიც არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო „კრიპტო ექსპერტს“, ის არ არის პირველი, ვინც პოტენციურად დიდი სანაძლეო დადო ბიტკოინის მომავალთან დაკავშირებით. ყოფილმა კიბერუსაფრთხოების მოხელემ და კრიპტო სივრცის წევრმა, ჯონ მაკაფემ, საჯაროდ განაცხადა, რომ თუ ბიტკოინის ფასი 2020 წლისთვის 500 000 დოლარს არ მიაღწევს, ის ტელევიზიის ლაივ ეთერში საკუთარ პენისს შეჭამს. ხალხმა ბიტკოინის სპეკულანტს გიჟი უწოდა, რის გამოც მან თავისი პროგნოზი 1 მილიონამდე გაზარდა.


ბიტკოინის ფასზე პროგნოზები მონეტის ორ მხარეს ჰგავს და ისე ჩანს, რომ ზოგიერთი ბიტკოინის ექსპერტი ამ ვარაუდებით ცხოვრობს და CNBC-ზე აკეთებს პროგნოზებს იმისათვის, რომ რამდენიმე დღეში დაბრუნდეს და ახსნას, თუ რატომ შეცდნენ. არც ბერკშაირ ჰეთევეის ფასის წინააღმდეგ სანაძლეო იყო პირველი. 2015 წელს, როცა კრიპტო სივრცე შედარებით პატარა იყო, Bitbet-ის მფლობელი ათას ბიტკოინს ჩამოვიდა მსგავსი ტიპის, მაგრამ ოდნავ განსხვავებულ სანაძლეოში.


ზოგიერთ სანაძლეოში ბიტკოინის გამარჯვებას პროგნოზირებდნენ, ზოგი კი ბოლოსკენ იცვლიდა მოსაზრებას. ეს ყოველივე ფიქტიური იყო, სანამ სიყალბეში არ გამოიჭირეს ერთ-ერთი მოთამაშე, რომელსაც ფსონი საკუთარი სანაძლეოს საწინააღმდეგოდ ჰქონდა დადებული და შესაბამისადც დასაჯეს Reddit-ზე. რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ეს შეთანხმება, საინტერესოა, შეძლებს კი ბიტკოინი მნიშვნელოვან წინსვლას სანაძლეოს ვადის ამოწურვამდე?


წყარო: www.newsbtc.com

bottom of page