top of page

რიპლში დიდი ცვლილებები იგეგმება


რიპლმა განაცხადა შემადგენლობის სტრუქტურასთან დაკავშირებული ორი დიდი ცვლილების შესახებ და აღნიშნა, რომ რიპლის ოპერაციებს ახალი მიმართულება ექნება. რიპლის ბოლო პოსტიდან ვიგებთ, რომ რიპლის მთავარი კრიპტოგრაფერი, დევიდ შვართსი, მთავარ ტექნოლოგიურ ოფიცერად (CTO) დაინიშნა კაინა ვან დაიკი კი - ბიზნესისა და კორპორაციული განვითარების დირექტორის უფროს მოადგილედ.


რიპლის მთავარმა ხელმძღვანელმა, ბრედ გარლინგჰაუსმა, განაცხადა:


„დევიდი და კაინა წარმატების მაგალითები არიან. თავიანთი კარიერის თითოეულ ეტაპზე ისინი აჩვენებდნენ ლიდერის ფუნქციებსა და ბიზნეს უნარ-ჩვევებს, რაც რიპლის განვითარებას უზრუნველყოფდა. ეს არის არაჩვეულებრივი დუეტი, რომელიც წარმაოჩენს რიპლის ორ მხარეს. დევიდი ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების საერთაშორისოდ ცნობილი ლიდერია მსოფლიოში, ხოლო კაინა სოლიდური და სანდო ვეტერანია ტრადიციულ საბანკო სისტემასა და ფინანსური მომსახურების ინდუსტრიებში.“


დევიდი ახლა პასუხისმგებელი იქნება რიპლის ტექნოლოგიურ განვითარებაზე და ყურადღებას გაამახვილებს იმ ტრანზაქციების გაუმჯობესებაზე, რომლებსაც რიპლის სერვისები მოიცავს. ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით მან კომენტარი გააკეთა:


„როგორც მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი, მე სათავეში ჩავუდგები უმაღლესი დონის ინჟინრების, მეცნიერებისა და ბიზნესმენების გუნდს, სწორედ ეს არის ის, რაც საინტერესოდ აქცევს ყოველდღიურად მუშაობას. გამოწვევას მოუთმენლად ველოდები.“


კაინას ევალება რიპლის, როგორც ბიზნესისა და კორპორაციის განვითარება. წინა გამოცდილებით, მას ექსპერტის დონეზე შეუძლია რისკის შემცირება და ფინანსური ტექნოლოგიის სერვისებით მსოფლიოში არსებულ ხალხთან ურთიერთობა. მანაც გააკეთა კომენტარი ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით:


„უთანხმოებების შემცირებითა და ინდივიდებსა თუ ბიზნესებზე უკეთესი ხარისხის შეთავაზებებით, რიპლს აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, დაიკავოს მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიოში არსებულ ფულის მიმოქცევაში. საინტერესო დროა ინდუსტრიაში და იმედიანად ვარ განწყობილი, რომ მონაწილეობას მივიღებ ახალი თაობის გლობალური გადახდის სისტემის შექმნაში.“


ეს ცვლილებები აუცილებელია რიპლის სანდოობის წარმოსაჩენად, რომ მას შეუძლია ინდუსტრიაში არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება. საბედნიეროდ, წყვილი უფრო ნათლად ჩაერთვება რიპლის სამომავლო საქმიანობაში და იმუშავებს იმაზე, რომ რიპლის რეპუტაცია მომავალ წლებშიც შენარჩუნდეს. წარმატებები ორივე მათგანს!


წყარო: cryptodaily.co.uk

bottom of page