top of page

ახალი კვლევა: ICO-ების რამდენი პროცენტია თაღლითობა?


უახლესმა კვლევამ, რომელიც ICO-სთან დაკავშირებული რჩევების ფირმა Static Group-მა მოამზადა, აჩვენა, რომ 2017 წელს ICO-ების 80%-ზე მეტი თაღლითობა აღმოჩნდა. კვლევამ მხედველობაში მიიღო 2017 წელს გაშვებული ICO-ების სიცოცხლის ციკლი საწყისი ეტაპიდან ყველაზე ზრდასრულ ეტაპამდე - ბირჟებზე დამატებამდე.


კვლევის თანახმად, 2017-ში “70%-ზე მეტი ICO-ს დაფინანსება (დოლარის ოდენობის მიხედვით) წავიდა მაღალი ხარისხის პროექტებში, თუმცა 80%-ზე მეტი პროექტი (რაოდენობით) თაღლითობად სცნეს.” მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ICO-ების 4% წარუმატებლობას განიცდის, 3% კი “კვდება”.სიკვდილად მიჩნეულია “ბირჟებზე არ განთავსება და Github-ზე კოდის კნტრიბუციის არ ქონა სამი თვის განმავლობაში.“


კვლევის მიხედვით, 2017 წელს სხვადასხვა მონეტებმა საერთო ჯამში $11.9 მილიარდი მიიღეს დაფინანსებიდან. აქედან $1.34 მილიარდი (11%) წავიდა თაღლითურ ICO-ებში, უმეტესობა სამ დიდ აფერისტულ პროექტში: Pincoin ($660 მილიონი), Arisebank ($600 მილიონი), Savedroid ($50 მილიონი). ეს ჯამში $1.31 მილიარდს უდრის. ეს ნიშნავს, რომ მართალია დიდი რაოდენობით ICO თაღლითობა იყო, მაგრამ მათ ძალიან ცოტა დაფინანსება მიიღეს მთლიან ინდუსტრიასთან შედარებით.


ამ თვის დასაწყისში, TechCrunch-მა გამოუშვა ანგარიში Coinopsy-სა და deadcoin-ზე დაყრდნობით და დაადგინა, რომ ათასზე მეტი კრიპტო პროექტი “უკვე მკვდარია” 2018 წლის 30 ივნისისთვის. Coinopsy-ის სიის მიხედვით, უკვე არსებობს 247 “მკვდარი” მონეტა, ხოლო DeadCoins-ს 830 კრიპტოვალუტის სია აქვს, რომლებიც, მათი თქმით, “მკვდარია”.


კვლევის მიხედვით, რომელიც კიბერუსაფრთხოების კომპანია Carbon Black-მა ჩაატარა ივნისში, დაახლოებით $1.1 მილიარდის ღირებულების ციფრული ვალუტა მოიპარეს 2018 წლის პირველ ნახევარში. უსაფრთხოების კომპანია ამბობს, რომ კრიმინალი იყენებს შავ ქსელს კრიპტოვალუტების მასშტაბური ძარცვების მოსაწყობად. დაახლოებით 12 000 ბაზარი და 34 000 შეთავაზება ასოცირდება კრიპტოძარცვასთან.


საერთო ანგარიშით, რომელიც კონსულტაციების ფირმა PwC-მ და Swiss Crypto Valley Association-მა გამოსცა, გამომჟღავნდა ICO-ების მოცულობა 2018 წლის იანვრიდან მაისამდე, რამაც $13.7 მილიარდს მიაღწია. ეს უკვე ორჯერ მეტია, ვიდრე ბაზრის მოცულობა მთელი 2017 წლის განმავლობაში.


წყარო: cointelegraph.com

bottom of page