top of page

იქონიებს ბიტკოინი უძრავი ქონებით ვაჭრობაზე გავლენას?


როგორც ბიტკოინზე ასევე ეთერიუმზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად ისინი უფრო ხშირად გამოიყენება საკუთრებისა და ქონების შესაძენად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ციფრული ვალუტა თავის ადგილს პოულობს უძრავი ქონების სექტორში.


თუმცა, Bitcoin News-ში ვგებულობთ, რომ ზოგიერთი ბანკი ჯერ კიდევ არაა მზად თავის მომხმარებლებს ბიტკოინის იპოთეკური გზით შეძენის უფლება მისცეს. მიუხედავად ამისა, უძრავი ქონების აგენტებისთვის სულაც არაა დისკომფორტის შემქმნელი ინვესტორების ციფრული ფულადი სახსრების უძრავ ქონებაში გაცვლა.


ვაშინგტონ პოსტის უახლეს სტატიაში აღნიშნულია, რომ ამერიკაში მაიამის პენტჰაუსი შეფასებული იყო 33 ბიტკოინად, გამყიდველმა კი განაცხადა, რომ ის სხვა სახის ვალუტას არ მიიღებდა. გაერთიანებულ სამეფოში ბიტკოინით ქონების შეძენის ფაქტები უფრო იშვიათია. ბიტკოინ ნიუსიდან ვიგებთ, რომ Harris-ის კვლევის მიხედვით, მილენიალი კაცების 27% ფიქრობს, რომ გრძელვადიანი ინვესტირებისას ბიტკოინში თანხის ჩადება უკეთესია, ვიდრე რაიმე ქონების ყიდვა.


აღსანიშნავია, რომ საკუთრების ყიდვა შედარებით მეტად შეზღუდულია იმ პირებისა და ჯგუფებისთვის, რომელთაც მიღებული აქვთ გარკვეული შემოსავალი ციფრული ვალუტით ვაჭრობით. ამერიკის შეერთებულ შტატებში უძრავი ქონების კრიპტოვალუტით ყიდვა საკმაოდ გავრცელებულია და ახალი ინოვაციური კონცეფციებიც იქმნება, რათა ხელი შეუწყონ მსგავს ყიდვა-გაყიდვას.


უძრავი ქონებისა და კერძო საკუთრების სააგენტო Muirfield Investment Partners-ი შეურთდა კამპანიას და გადაწყვიტა გამოეყენებინა ბლოკჩეინი უძრავი ქონების ბაზრის განსავითარებლად და მონეტის შესაქმნელად, რითი ვაჭრობაც თავისუფლად იქნება შესაძლებელი აშშ-ის უსაფრთხოების წესების შესაბამისად. Muirfield-ის დამფუძნებელმა, თომას ზაკაგნინომ განაცხადა: „მონეტების უძრავის ქონების ბაზარზე გამოჩენით, ინვესტორებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა თავისუფლად ივაჭრონ თავიანთი ქონებით რეგულირებად მეორად ბაზარზე.“


არსებულ ინდუსტრიაში, ბლოკჩეინი მრავალი აპლიკაციისთვის სარგებლის მომტანი გახდა. ვაშინგტონ პოსტის მიხედვით, 2016 წელს Goldman Sachs-მა დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის დაზოგვა მოახერხა ქონების დაზღვევისას ბლოკჩეინის გამოყენებით - ის ამ ტექნოლოგიის მეშვეობით ამოწმებდა და ინახავდა ქონების შესახებ ინფორმაციას. ბლოკჩეინი არ არის ერთადერთი იაფი და სწრაფი გამოსავალი, როდესაც საქმე ქონების დაზღვევას ეხება.


ამავე პოსტში აღნიშნულია ისიც, რომ აგრელოს (DLT) არ შეუძლია სიყალბის დადგენა, რაც რეალურად ნიშნავს, რომ ასეთ ქონებას ვერ გაიყიდება. უძრავი ქონების ტრანზაქციებში DLT-ის ეფექტურობის მიუხედავად, მას მაინც აქვს გარკვეული ლიმიტები იმ მხრივ, რომ არ შეუძლია მყიდველისთვის ქონების დაზღვევის შეთავაზება.


წყარო: bitcoinnews.com

bottom of page