კრიპტო ბაზარი 30 წუთში $20 მილიარდით გაიზარდა
ბიტკონის ფასმა გუშინ ნახევარ საათში 10%-ით მოიმატა, მას შემდეგ, რაც მოცულობაში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა.
ერთ საათიანი პერიოდის განმავლობაში, ბიტკონის, ბიტკოინ ქეშის, ეთერის, რიპლის და ეოსის ფასებმა 6%-დან 10%-მდე მოიმატა, რის შედეგადაც კრიპტო ბაზრის ღირებულებამ 292 მილიარდი დოლარიდან 272 მილიარდ დოლარამდე აიწია. ეს 20 მილიარდ დოლარზე მეტია.
ბაზარს $ 20 მილიარდი 30 წუთში დაემატა
17 ივლისის საღამოს მოულოდნელი გაუმჯობესება დაფიქსირდა, რამაც მსხვილი ციფრული აქტივების ფასების ზრდა გამოიწვია. ბიტკოინმა და ეოსმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს მსხვილ კრიპტოვალუტებს შორის დროის მოკლე პერიოდში თითქმის 10%-იანი ზრდის მაჩვენებლით.
წინა მოხსენებებში, CCN-მა აღნიშნა, რომ ბაზარზე დადებითი მოვლენების სერია ფიქსირდება, როგორიცაა სამხრეთ კორეის მთავრობის მიერ კრიპტოვალუტის ბაზრის რეგულაცია, რამაც შესაძლოა ბაზრის მომდევნო აღორძინებას შეუწყოს ხელი.
წამყვანი კრიპტოვალუტის ბაზრების ოპტიმისტური განვითარება (მათ შორის აშშ-ს, იაპონიის და სამხრეთ კორეის) კრიპტო ბაზრის მდგომარეობაზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ ასახულა და ბოლოდროინდელი ზრდა შესაძლოა სწორედ იმ პროგრესს აჩვენებდეს, რომელიც რეგულაციებმა, ადაპტაციამ და ზოგადად მომხმარებელთა მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.
ბიტკოინის ფასის სწრაფი ზრდა ბოლოს 9 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც მისი ღირებულება 6,900 დოლარიდან 8,000 დოლარამდე გაიზარდა 30 წუთის განმავლობაში.
თუ ბიტკოინის ფასმა 8,000 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა, მაშინ შესაძლოა 9 აპრილის მოვლენები განმეორდეს და პოტენციურად 10,000 დოლარიან ნიშნულსაც მიაღწიოს. თუმცა, თუ ბიტკოინმა სტაბილურობა $ 7,400-ზე შეინარჩუნა, მაშინ შესაძლოა მომავალ კვირაში ძირითადი მხარდაჭერა 8,000-სა 9,000-ს დოლარს შორის ნახოს.
17 ივლისის ზრდასა და ივნისის თვეში ყალბ მატებას შორის განსხვავება არის მოცულობა. ამჟამად Binance-ზე, კრიპტოვალუტის მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ბირჟაზე, ბიტკოინის მოცულობამ Tether-ის (USDT) წინააღმდეგ 300 მილიონი შეადგინა, რაც 16 ივლისში 100 მილიონ დოლარზე იყო. ორ დღეში ბიტკონის მოცულობა სამჯერ გაიზარდა.
ივლისის განმავლობაში კრიპტო ბაზარზე არსებული პრობლემა დაბალი მოცულობა იყო და მიუხედავად ბიტკოინის დროებითი ოპტიმისტური მაჩვენებლებისა, კრიპტო ბირჟის ბაზრის დაბალი მოცულობა მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს უშლიდა.
17 ივლისის მოკლევადიანი ზრდა მხარდაჭერილი იყო მოცულობის დიდი მატებით, რაც გაამყარა დადებითმა მოვლენებმა, მაგალითად, Goldman Sachs-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამ, ვინც ბიტკოინი პოზიტიურ ჭრილში მრავალჯერ განიხილა.
წყარო: www.ccn.com