top of page

კრიპტო ბაზრის აფეთქება - ეოსის, სტელარის, კარდანოს და ნეოს ფასები


კრიპტოვალუტის ბაზარი უმჯობესდება. გუშინ ღამით ძირითადი მონეტების ფასი საგრძნობლად გაიზარდა. მთლიანი კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაციამ 291 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ბოლო 2 თვის განმავლობაში უმაღლესი მაჩვენებელია.


პირველ ადგილზე მყოფი ბიტკოინის (BTC) ფასიც საკმაოდ გაიზარდა და სულ რაღაც ერთ საათში 7,400 დოლარს მიაღწია. ევროპის დროით, საღამოს 6 საათისთვის, ვალუტის ფასმა $7,000-ს გადააჭარბა მაშინ, როცა მთელი დღის განმავლობაში მისი ფასი 6,650-6,750 დოლარს შორის იყო. საღამოს 6 საათის შემდეგ კი, მნიშვნელოვანი ბიძგით, რამდენიმე წუთში ფასმა 5%-ით მოიმატა და 7,100 დოლარი გახდა, ხოლო მომდევნო ბიძგით ვალუტის ფასი 7,400 დოლარამდე ავიდა.


BimexRekt-ი, ტვიტერის ბოტი, აცხადებს, რომ ბიტკოინის ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება სწრაფმა და მოკლევადიანმა ვაჭრობებმა განაპირობა.


თუმცა, მხოლოდ ბიტკოინის ფასი არ გაზრდილა ასე საგრძნობლად. მას მიჰყვა თითქმის ყველა პოპულარული კრიპტოვალუტაც, მათ შორის კი აღსანიშნავია ეოსი, კარდანო და სტელარი. ეოსის ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა და $8,75 გახდა, ბოლო 48 საათის განმავლობაში კი 30%-იანი ზრდა აჩვენა.


ნეოს ფასი დაახლოებით 9%-ით გაიზარდა და ახლა $39.50 ღირს. სტელარის ფასის ცვლილება კვლავ მოსალოდნელია, ამჟამად კი ის მხოლოდ 8%-ით მეტია გუშინდელთან შედარებით და დაახლოებით $0.25-ს შეადგენს.


მოიმატა ეთერიუმის ფასმაც და $500-იან ნიშნულს მიაღწია. ბოლო დღეებს რომ გადავხედოთ, მისი ფასი დაახლოებით $400 იყო, ბოლო 48 საათის განმავლობაში კი ის 15%-ით გაიზარდა. ბიტკოინ ქეშის (BTC) ფასმაც შესამჩნევად მოიმატა - დაახლოებით 8%-ით - და $850-იან ნიშნულს მიაღწია. ბოლო რამდენიმე კვირის შემდეგ, საბოლოოდ, რიპლმაც გადააბიჯა $0.50 ნიშნულს.


მოიმატა პატარა კრიპტოვალუტების კაპიტალიზაციამაც. მათ შორის ლიდერობს კარდანო 10%-იანი ზრდით, წერის მომენტში მისი ღირებულება $0.18-ია.


მოკრძალებულად იზრდება ეთერიუმ კლასიკის ფასიც - თითქმის $18. დეშის ფასი 8%-ით გაიზარდა და $260-ს მიაღწია. ლიათკოინის ღირებულებამ 6%-ით მოიმატა და $89 შეადგინა, ამასობაში კი Ontology-ის და იოტას მონეტების ფასი, შესაბამისად 3 და 5 პროცენტით გაიზარდა. 10%-ით მოიმატა ტრონის ფასმაც და დაახლოებით $0.04 შეადგინა, ხოლო Vechain-ის ფასი 3 პროცენტით გაიზარდა და წერის მომენტში 1.94$-ს შეადგენს.


შეგახსენებთ, რომ ფასების ლაივ რეჟიმში ნახვა ჩვენს ვებ გვერდზეცაა შესაძლებელი.


წყარო: www.ccn.com

bottom of page