top of page

რიპლის პარტნიორი „გაციფრულების ტალღას“ შეისწავლის


სანტანდერის ბანკმა ახლახანს შექმნა ციფრული ინვესტირების დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ბანკი ფინანსური ტექნოლოოგის სექტორისგან მიღებულ უახლეს ტექნოლოგიას ეფექტურად იყენებს. გუნდის სათავეში ჯონ ველანი იქნება, რომელიც ამჟამად ბანკის ბლოკჩეინ ლაბორატორიის დირექტორია.


გუნდის დავალებებში შედის ტოკენიზირებული ფასიანი ქაღალდების სიღრმისეულად გამოკვლევაც.


სანტანდერი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი პირველი, ვინც კრიპტოვალუტებითა და ბლოკჩეინით დაინტერესდა. ისინი პარტნიორობენ რიპლთან და განაცხადეს, რომ ბოლო წლის განმავლობაში თავიანთი ტრანზაქციების 50%-ს xCurrent-ით აწარმოებენ. სანტანდერის აღმასრულებელმა თავმჯდომარის, ანა ბოტინის, თქმით:


„ყოველწლიური ტრანზაქციების 50%-ს რიპლის დახმარებით ვაწარმოებთ. ეს კარგად მუშაობს, რადგან ჩვენ მას ორი წელი ვამოწმებდით. ის უსაფრთხოა და მარტივი.“


სანტანდერის ერთ-ერთი მობილური აპლიკაციის სერვისია OnePay FX. ეს აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს თანხის გაგზავნისას თავად ნახონ საერთაშორისო გადარიცხვის საერთო ღირებულება და ტრანზაქციის დადასტურებისას ამონაწერსაც იძლევა. ის იყენებს xCurrent-ს, რომელიც რიპლის ბლოკჩეინზე მუშაობს საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებისათვის.


ამ წლის დასაწყისში მათ განაცხადეს, რომ ისინი თავიანთ სასესხო კაპიტალის ბაზრის ბიზნესში ბლოკჩეინის გამოყენებას აპირებენ. ეს პროცესი მიზნად ისახავს შეცვალოს მათ მიერ გამოშვებული და ვაჭრობაში არსებული ფასიანი ქაღალდების მართვა.


აღსანიშნავია, რომ ბანკი ბლოკჩეინ სივრცეში დიდი ენთუზიაზმით ეშვება, რაზეც მეტყველებს მათი we.trade-ის კონსორტიუმში გაერთიანება. ის ეთერიუმის სამეწარმეო ალიანსშიც იღებს მონაწილეობას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კომპანიებს და სერვისის პროვაიდერებს ეთერიუმის ექსპერტებთან.


ახალი დეპარტამენტის ჩამოყალიბების თაობაზე ხოსე მ. ლინარესი, სანტანდერის მთავარი აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი, აცხადებს:


„გაციფრულების ტალღა, რომელიც ფინანსურ ინდუსტრიაზე გადაივლის, იზრდება. ჩვენი კლიენტები ელიან, რომ ეს უკეთეს შედეგებს მოიტანს, შემაცირებს ხარჯებს და ახალ პროდუქტსა და სერვისს შექმნის, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს მათ ბევრად ეფექტურად შეაღწიონ სასესხო კაპიტალის ბაზარზე. გვინდა ჩვენს კლიენტებს ის შევთავაზოთ, რასაც ელიან.“


წყარო: ambcrypto.com

bottom of page