top of page

“კრიპტომ ორი დიდი გამოწვევა უნდა გადალახოს, რათა მასებმა იგი მიიღონ“


ეთერიუმის შემოქმედი ამბობს, რომ კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას მინიმუმ ორი ძირითადი დაბრკოლება დარჩა გადასალახი, სანამ მასებს მიაღწევს.


ახალი ინტერვიუში ეკონომისტთან, ტაილერ კოვენთან, ბუტერინმა განაცხადა, რომ მასშტაბურობა და მარტივად გამოყენებადობა გადამწყვეტი ფაქტორებია განვითარებადი ტექნოლოგიების წარმატებისთვის.


„ეთერიუმის ბლოკჩეინი ამჟამად წამში 15 ტრანზაქციას ასრულებს. თუ ოდესმე განიხილავ Uber-ის ყველა მგზავრობის ბლოკჩეინზე განთავსებას, ეს უკვე 12 ტრანზაქციაა წამში.


თუ საუბარი PayPal-ის შეცვლაზე მიდგება, მაშინ აქ ასობით ტრანზაქციაზეა საუბარი და ნებისმიერი სხვა უფრო კომპლექსური უკვე ათასებში გადადის.


მე ვგრძნობ წამში უფრო მეტი ტრანზაქციების გატარების მნიშვნელობას, რაც შეიძლება შარდინგისა (sharding) და სხვა მასშტაბირების საბაზისო შრის განახლების შედეგად განხორციელდეს, რაზეც ჩვენ უკვე ვმუშაობთ.


ეს შეიძლება განხორციელდეს ორშრიანი ტექნოლოგიების მეშვეობით, როგორიცაა მდგომარეობის არხები და პლაზმა და ჩვენ ამაზეც ვმუშაობთ. მაგრამ, თუ რომელიმე ეს მიდგომა წარმატებული აღმოჩნდება, მაშინ ვფიქრობ, რომ ბლოკჩეინი უფრო იაფი გახდება და არსებითად უფრო გამოსადეგი იქნება მასებისთვის.


ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებლის გამოცდილება - არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ ბლოკჩეინი არ იყოს ისეთივე უხეირო, როგორიც დღესაა, არამედ იყოს უსაფრთხოც.


რამდენად მარტივია, რომ შეიქმნას საფულე, რომელიც არ დაუშვებს თქვენი ფულის ერთ ღამეში მოპარვას ან დაკარგვას, თუ თქვენი გასაღები დაიკარგა ან მოპარულია? ეს არის ის გამოწვევები, რომლებშიც უფრო მეტი ინოვაცია გვჭირდება და ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამას ვნახავთ კიდეც“.


ბუტერინმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა აძლევს კრიპტოვალუტას ღირებულებას და როგორ შეუძლია ვინმეს მიხვდეს, გააჩნია თუ არა ახალ კრიპტოს ღირებულება.


„ამასთან დაკავშირებით ბევრს ვფიქრობდი და მაინც არ ვარ დარწმუნებული იმაში, თუ რა არის ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხი, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა კრიპტოვალუტა მოწყობილი.


ამის შესაფასებლად ერთ-ერთი საშუალებაა კრიპტოვალუტისადმი, როგორც ერთგვარი კორპორაციისადმი მიდგომა, რომელიც აგროვებს შემოსავალს ტრანზაქციის საფასურის მეშვეობით, კერძოდ მაშინ, როდესაც ტრანზაქციის საფასური დაიწვება ან გადანაწილდება კრიპტოვალუტის წილის მტკიცებულების (Proof of Stake) ვალიდატორებზე.


ამ შემთხვევაში, შეგიძლია აიღო მარტივი მოდელი და თქვა, რომ კრიპტოვალუტის ღირებულება შეფასებულია ტრანზაქციის საფასურის წმინდა ღირებულებით. ეს კი სამართლიანად ღირსეულ შეფასებებს იძლევა.


მაგალითად, ეთერიუმის ტრანზაქციის საფასური ბოლო დროს 500,000 დოლარია დღეში, რაც დაახლოებით $ 180 მილიონია წელიწადში. თუ ეთერის ბაზრის მოცულობის შეფასება ისე სცადე, როგორც რაიმე კორპორაციისაა მაშინ "P/E თანაფარდობა" (ობლიგაციების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული შერჩევის მეთოდი. მიმდინარე ბაზრის მოცულობა შეფარდებული მის მოგებაზე თითო წილზე) სადღაც დაბალ 200-იანებში გამოვა, რაც მაღალია კომპანიისთვის, მაგრამ არა აბსურდულად მაღალი.


ამასთანავე, შესაძლებელია კრიპტოვალუტების თავიანთი მოცულობით შეფასება ისევე, როგორც ბირჟის შუამავლების. ამ შემთხვევაში გექნება MV = PT და ყველა მსგავსი მოდელი.


ამის გარდა, არსებობს ღირებულების შენახვის მოდელიც, რომლის დროსაც ადამიანები ვალუტას ინახავენ, რადგან ელიან, რომ უფრო მეტი ადამიანი შეინახავს მას მომავალშიც იმის გამო, რომ ხალხი უფრო მდიდრდება და მოსახლეობაც იზრდება. ფასების ნელ-ნელა ზრდასთან ერთად მოდელიც სავარაუდოდ უფრო სტაბილური აღმოჩნდება გრძელვადიან პერსპექტივაში. ბევრი ადამიანი ღირებულების შენახვის მოდელს მისდევს.


ვფიქრობ, ჩემი საბოლოო პასუხია, რომ ნამდვილად არ ვიცი და თუ აპირებ კრიპტოვალუტის შექმნას, რომელიც მდგრადი იქნება, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს არგუმენტი, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეძლებს კრიპტოვალუტა თავისი ღირებულების განსხვავებული ეკონომიკური მოდელების ქვეშ შენარჩუნებას.


ვფიქრობ, კრიპტოვალუტა საინტერესოა იმიტომ, რომ ის არა მხოლოდ დეცენტრალიზებული ცენზურის წინააღმდეგ მიდის, როგორც პროდუქტი, არამედ ასევე კულტურული ევოლუციაცაა, რომელიც თავისთავად აერთიანებს დეცენტრალიზაციის მრავალ ასპექტს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოიშობიან, როგორ ცხოვრობენ, თანამშრომლობენ და ქმნიან რაიმეს ისინი.“


წყარო: dailyhodl.com

bottom of page