top of page

კარდანო - პირველი ტრილიონ დოლარიანი კრიპტოვალუტა?


EMURGO-სთან სესიაზე ჩარლზ ჰოსკინსონმა, კარდანოს აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ისაუბრა კარდანოსთან [ADA] მიმართებაში მისი ხედვების შესახებ. კარდანოს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ სურს კარდანო სფეროში პირველ ტრილიონ დოლარიან კრიპტოვალუტად იხილოს.


ჩარლზის განცხადებით:


„მე მსურს კარდანოს, როგორც პირველი ტრილიონ დოლარიანი კრიპტოვალუტის ხილვა და ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ჩვენს მიერ ღირებული ეკონომიკის ეფექტურად შექმნაზე მიუთითებს“.


მან დაამატა, რომ კარდანო აღარ ჰგავს ბიტკოინს, სადაც მომხმარებლები ყიდიან BTC-ს ფასების ზრდისას და ევროსა ან დოლარებში ცვლიან მას. მან ასევე დასძინა, რომ სურს კარდანოს ფართო გავრცელება ნახოს, სადაც ხალხი მას რესტორნებში გადახდისას გამოიყენებენ.


ჰოსკინსონის თქმით:


„მსურს ADA-ს, ან მასთან დაკავშირებული ვალუტების ცნობადობა ვიხილო, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმენით კერძო სისტემა, რომელიც გამძლე და მსოფლიოში არა მხოლოდ პრივილეგირებულთათვის, არამედ ყველასთვის სამართლიანი წესებით იქნება განმტკიცებული.“


ჩარლზმა EMURGO-ს შესახებაც ისაუბრა. EMURGO არის კარდანოს პროექტის ნაწილი, რომელიც მიზნად კარდანოს ეკოსისტემაზე არსებული კომერციული საწარმოების განვითარებას, მხარდაჭერასა და ინკუბაციას ისახავს. ჰოსკინსონი იმედოვნებს, რომ ფირმები ისეთი მოაზროვნე ლიდერები გახდებიან, რომლებიც იდენტიფიცირებას გაუკეთებენ აპლიკაციებს, სერვისებს, როგორც გონიერი კონტრაქტების, ასევე წამოწყების მხრივ და მიმართავენ დეცენტრალიზაციის ძირითად პრობლემებს.


მისი თქმით, თუ EMURGO კორუფციასთან, შეურაცხყოფასთან და თაღლითობასთან დაკავშირებულ პრობლემებს წყვეტს, მაშინ ეს "მეც" მოძრაობასაც შექმნის. გარდა ამისა, ჰოსკინსონმა იმის სურვილიც გამოთქვა, რომ EMURGO-მ ეკოსისტემა ამ მიმართულებით წარმართოს, იპოვოს კარგი წამოწყებები ინვესტირებისთვის და ჩამოაყალიბოს ისეთი ენტერპრენორები, რომლებიც შეძლებენ შესანიშნავი მაგალითი გახდნენ ყველასთვის.


წყარო: ambcrypto.com

bottom of page