top of page

კრიპტოკატები და ქველმოქმედება


მსოფლიოში ყველაზე დიდი ბლოკჩეინ თამაში, CryptoKitties, გაერთიანდა საზღვაო ბუნების დამცველ ორგანიზაციებთან და შექმნა ახალი იშვიათი კატა სახხელად „Honu Kitty”. ეს პირველი გარემოსდაცვითი ფისოა, რომელიც ყურადღებას საფრთხეში მყოფი წყლის კუებისკენ ითხოვს.


Ocean Elders-ი და ACTAI Global-ი, ორი სხვადასხვა საზოგადოება, რომლებიც გარემოს დაცვას ისახავენ მიზნად, კრიპტოკატებთან გაერთიანდნენ აუქციონის მოსაწყობად. აუქციონი 9 ივლისს დაიწყო და 18 ივლისს დასრულდა. ჯამში კრიპტოკატაზე 18 მოთხოვნა დაიდო, გამარჯვებულმა კი 25 000 დოლარი გადაიხადა საყვარელი და იშვიათი ჰონუ კატისთვის. მთლიანი თანხა Sea Shepherd Conservation Society’s Operation Jairo-სა და Unite BVI Foundation-ს გადაეცემა წყლის კუების დასაცავად.


აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ეთერიუმის პოპულარული თამაში ქველმოქმედებას მიმართავს. მაისში კრიპტოკატების მთავარმა დიზაინერმა, გუილე გასპარმა, კიბერ განზომილების კატა შექმნა, რომელიც 14 000 დოლარად გაიყიდა, მიღებული თანხა კი გადაეცა ორგნიზაციას, რომელიც ბლოკჩეინსა და ხელოვნების ინდუსტრიას უჭერს მხარს. რამდენიმე დღის შემდეგ კამპანიამ „Kitties For A Cause” 370 კრიპტოკატა 15 000 დოლარად გაყიდა და თანხა სიეტლის ბავშვების საავადმყოფოში გადარიცხა.


მსგავსი ქველმოქმედების შემთხვევებს ვხვდებით არა მარტო კრიპტოკატებთან, არამედ ბევრ სხვა კრიპტოვალუტასთან თუ ბლოკჩეინ ორგანიზაციასთან. რამდენიმე რომ ჩამოვთვალოთ, ახლაც ფუნქციონირებს „Pineapple Fund”, კრიპტოებზე დაფუძნებული საქველმოქმედო პროექტი, რომლის დამფუძნებელიც უცნობია და რომელიც ბიტკოინით მიღებულ მოგებას სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებში ანაწილებს. აქვე აღნიშვნის ღირსია რიპლიც, რომელმაც 29 მილიონი დოლარი გადარიცხა საგანმანათლებლო ვებ-გვერდზე „DonorsChoose”, შემდეგ კი 4 მილიონი დოლარი ცნობილი ელენ დეჯენერესის გარეული ცხოველების ფონდში.


ამასთან, წინა თვეს Coinbase-ის დამაარსებელმა, ბრაიან არმსტრონგმა, გაუშვა პლატფორმა სახელწოდებით „GiveCrypto” (გაეცი კრიპტო). პროექტმა უკვე მიიღო შემოწირულობები რიპლის აღმასრულებელი თავმჯდომარის, კრის ლარსენისგან, Zcash-ის აღმასრულებელი დირექტორის, ზოოკო უილკოქსისგან და bitcoin.com-ის აღმასრულებელი დირექტორის, როჯერ ვერისგან.


წყარო: ccn.com

bottom of page