top of page

5 შეკითხვა, სანამ ბლოკჩეინ კომპანიაში ინვესტიციას გადაწყვეტდე


ბლოკჩეინის მიმართ ინტერესის ზრდასთან ერთად, უპირველესია ინვესტორის განათლება ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით. ვებ-გვერდებზე კვირაში ასეულობით ინფორმაციის ამოხტომისას რთულია გაარკვიო, რა რა არის; ყველა პროექტი არ და ვერ იქნება წარმატებული.


როგორ უნდა დაიზღვიო თავი ინვესტიციისას? ცოდნა, ცოდნა და კიდევ ერთხელ ცოდნა. გამოკვლევისას ყოველთვის ვურჩევ პროექტის გუნდებს ყურადღებით ადევნონ თვალი ყოველდღიურ ყვითელ პრესას. დაიმახსოვრეთ, იდეები კარგია, თუმცა მოგებით იგებ მაშინ, როცა საქმეს შეასრულებ. მიუხედავად ამისა, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც კარგად არის აღწერილი ფურცელზე, არ ნიშნავს, რომ რეალურადაც ასე მოხდება.


დაიმახსოვრეთ, როდესაც ვიღაც ფულს აკეთებს, ამავდროულად ვიღაც კარგავს. არავის არ აქვს იმის გარანტია, რომ დღის ბოლოს თავისი პროექტი წარმატებით დამთავრდება. თუმცა, არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური შეკითხა, რომლებიც უნდა დასვა (და გასცე პასუხები) სანამ რაიმე პროექტში ინვესტიციას ჩადებ.


გასცემს თუ არ ბლოკჩეინი ჯილდოდ მონეტებს?


მაინერები და დამფუძნებლები თითქმის ყველა ბლოკჩეინის საარსებო წყაროა. ისინი იწერენ ტრანზაქციებს და აკონტროლებენ ქსელს. ამ საქმის სანაცვლოდ ისინი ჯილდოვდებიან. მაინერები ბუღალტრებივით არიან, ბუღალტრები კი უფასოდ არ მუშაობენ.


თუ პროექტი, რომელსაც იკვლევ, ჯილდოდ არ გასცემს მონეტას, შენ თავს ჰკითხე რაში სჭირდებათ მაინერებს თავიანთი დროისა და ენერგიის დახარჯვა ქსელის უზრუნველსაყოფად. თუ მონეტების მიღების ერთადერთი გზა მათი ბირჟებზე შესყიდვაა, ვინ ასრულებს სამუშაოს? ვალიდატორების გარეშე მეტად სავარაუდოა, რომ სისტემა ჩაფლავდეს.


როგორ მოხვდება ინფორმაცია ბლოკჩეინში?


თუ პროექტი ცდილობს დაარღვიოს ინდუსტრია განმტკიცებული ტრადიციული სისტემებით, მაშინ როგორ გადაგზავნიან ბიზნესები თავიანთ მონაცემებს ბლოკჩეინზე? სხვადასხვა ბლოკჩეინებს სხვადასხვა ბლოკის ზომები აქვს, ამიტომ უნდა იცოდე, რამდენი ინფორმაცია ინახება ერთ ბლოკში, რა ინფორმაცია შეინახება ბლოკჩეინში და როგორ გადააგზავნიან ბიზნესები თავიანთ ინფორმაციებს. საჭიროა ყველა მონაცემის გადატანა, თუ უბრალოდ ჯაჭვსგარე მონაცემთა ბაზაზე მითითება საკმარისია?


საჭიროა თუ არა კონსორციუმი ბლოკჩეინის გამოყენებადობაზე შესათანხმებლად?


ეს გარდაუვალია, მაგრამ აუცილებელია გაითვალისწინო, სანამ ინვესტიციას გააკეთებდე. თუ პორექტი მიზნად რაიმე ინდუსტრიის ჩაშლას ისახავს, მაშინ უნდა გითვალისწინო ყველა კომპანია, რომლებიც ჩართული არიან ამ ინდუსტრიაში და რომლებსაც ასევე დასჭირდებათ ახალი ტექნოლოგიებისა და სტანდარტების მიღება.


მაგალითად, რამდენიმე პროექტს მიზნად აქვს დასახული მომარაგების ჯაჭვის ჩაშლა. თუმცა, ამ ბაზარზე ბევრი კომპანიაა, რომლებმაც უნდა აღიარონ ბლოკჩეინი, რათა ამ უკანასკნელმა ბაზარზე ზეგავლენა შეძლოს.


როგორ უნდა გავაანალიზოთ და მოვიხმაროთ ინფორმაცია?


ახლა, როდესაც ჩვენ გვაქვს ეს მონაცემები ბლოკჩეინზე, რა უნდა ვქნათ? დაფიქრდი, როგორ უნდა გამოიყენო ეს ინფორმაცია და რა სარგებელს მოუტანს ეს ბიზნესს. მონაცემების უბრალოდ შენახვა არაფერს წაადგება. ამიტომ გამონახე სპეციფიკური სარგებელი, რომელიც ამ ინფორმაციის შენახვამ შეიძლება მოიტანოს.


მაგალითისთვის განვიხილოთ აეროპორტი. ვთქვათ, ამერიკის ყველა ნაციონალურმა აეროპორტმა მიიღო ბლოკჩეინ ტექნოლოგია მომხმარებლების ინფორმაციის შესანახად. ამის შემდეგ შეგიძლია გამოთვალო თითოეული აეროპორტის სტუმრების ზუსტი რაოდენობა. ასევე შეგიძლია გაიგო, თუ რას აკეთებს თითოეული სტუმარი, რა დროს რა ადგილას ატარებს და ა.შ. ბლოკჩეინის ეს დონე არის უნიკალური და მის გარეშე მიუწვდომელი.


მუშაობს ბლოკჩეინი ბიზნესის სისწრაფით?


ბლოკჩეინი ტრანზაქციების ინტერნეტია. ტრანზაქცია თითო წამში, ანუ TPS, მნიშნელოვანია ბლოკჩეინ ტექნოლოგიის აღიარებისთვის - როგორც საწარმოსთვის, ასევე მომხმარებლისთვის. ზოგიერთი ბლოკჩეინი უკეთესია ფინანსური ტრანზაქციებისთვის, ვიდრე პროცესული ტრანზაქციებისთვის.


თუ ქსელი მონაცემებს ძალიან ნელა ამოიცნობს, ბიზნესი ვერ გამოიყენებს მას, მიუხედავად მისი სხვა სარგებლისა. მაგალითად, ახლანდელი Crypto Kitties-ის მანია. ეთერიუმი საკუთარი წარმატების მსხვერპლი იყო, კრიპტო კატების ამდენი მოთამაშის გამო ქსელი შეფერხდა. ტრანზაქციების დრო და ფასები მკევთრად გაიზარდა, რადგან სისტემამ ამდენ ადამიანს ვერ გაუძლო.


ახლა დაფიქრდი საერთაშორისო კორპორაციებზე, რამდენ ადამიანს დასჭირდება ბლოკჩეინის ხშირად გამოყენება? თუ ქსელი ვერ გაუმკლავდება დიდ დატვირთვებსა და რაოდენობებს, მაშინ იგი არ იქნება აღიარებული ისეთი დიდი კომპანიების მიერ, რომელთაც მონაცემებთან მყისიერი წვდომა უნდათ.


როდესაც ამ შეკითხვებზე პასუხებს გაიგებ, არამარტო დიდი მოცულობის პროექტების გაკეთების შესაძლებლობა გექნება, არამედ უკეთესად გაერკვევი ბლოკჩეინ ეკოსისტემაში. ბლოკჩეინის ნამდვილი ღირებულება არ იქნება მიღებული მყვირალა სპიკერებისგან, კარგად ნაფიქრი განვითარებისგან, ან უსასრულო რეკლამებისგან. ამ ყველაფერს შესრულება და მსოფლიო აღიარება მოიტანს.


წყარო: www.ccn.com

bottom of page