top of page

„ჩემი ლამბო ბიტკოინის საყიდლად გავყიდე“ - ამბობს ბიტკოინ იესო


ნაომი ბროკველთან ინტერვიუს დროს Bitcoin.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, როჯერ ვერმა, ასევე ცნობილი როგორც ბიტკოინ იესო, ბიტკოინსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე ისაუბრა.


როჯერ ვერმა თქვა, რომ მას ლამბორჯინი ბიტკოინის [BTC] გამოგონებამდე ჰყავდა, მაგრამ მან გაყიდა იგი უფრო მეტი ბიტკოინის საყიდლად, რადგან ამდენად უყვარს ციფრული ვალუტა.


კრიპტო სამყაროს ცნობილი გავლენიანი პირი იმედოვნებს, რომ მთავრობას ეკონომიკაში ჩარევის და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემცირების უნარს ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები წაართმევენ. მთავარი მიზეზი, რის გამოც როჯერი ციფრული ვალუტების სფეროში ჩაერთო მეტი ეკონომიკური ზრდის მიღწევაა, რაც, თავის მხრივ, გააუმჯობესებს ცხოვრების სტილს ყველასთვის.


როჯერ ვერს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ ჰკითხეს. მისი თქმით, ხალხი ყოველთვის ეკითხება, რომელია "მკვლელი აპლიკაცია" ბლოკჩეინისთვის, პასუხი კი ბიტკოინია.


მან აღნიშნა:


„შეხედეთ, რამდენი მომხმარებელი ჰყავს მას და რამდენ სავაჭრო ობიექტს მიაღწია და დააკვირდით, რამდენი ადამიანია დაკავებული თავიანთი დროის, ფულის, ძალისხმევისა და რესურსების ფულის აპლიკაციაზე გამოყენებით. ასე რომ, მკვლელი აპლიკაცია ბლოკჩეინ ტექნოლოგიისთვის ნათლად იყო და არის ბიტკოინი.“


მას ასევე ჰკითხეს, თუ რამდენად დაეხმარება ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ჯანდაცვისა და ტურიზმის ინდუსტრიაში გამოყენება მსოფლიოს უფრო თავისუფალ ადგილად გახდომაში. როჯერმა უპასუხა, რომ ეს აპლიკაციები შედარებულია ფულთან; ყველა ამჯობინებს ფულს ყველგან და ნებისმიერ დროს. უფრო მეტიც, ვერმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის ჩანაწერები არაა ხელმისაწვდომი ხალხისთვის ასე ხშირად, შესაძლოა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, მაშინ, როცა ფული ყოველდღიურად გამოიყენება.


მან დაამატა:


„ასე რომ, მე ყველაზე მეტად ოპტიმისტური და აღფრთოვანებული ვარ იმასთან დაკავშირებით, რომ ფულის ასპექტი "მკვლელი აპლიკაციაა“ ბლოკჩეინ ტექნოლოგიისთვის, რაც მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას შექმნის მთელი მსოფლიოს გარშემო.“


როჯერის თქმით, კრიპტოვალუტის შემდგომი ნაბიჯია, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გამოიყენოს ციფრული ვალუტა და ცენტრალური ბანკები აშიმშილოს. შემდეგ ეტაპზე, ხალხმა პოლიტიკოსებს უნდა უთხრას, რომ არ ეთანხმება მათ.


წყარო: ambcrypto.com

bottom of page